გოგი ჩახუნაშვილი - კლინიკური კვლევა მიმართული იყო იქით, რომ ჯანდაცვის სამინისტრო გამოფხიზლებულიყო და ადამიანებს არ გართულებოდათ რაიმე
Air Defense Forces down 83 of 111 drones launched by Russia in evening attack on Ukraine
War update: over 200 combat engagements in 24 hrs, Pokrovsk under heaviest assault
Kremlin says no compromise reached with Americans on peace plan for Ukraine
Fuel depot destroyed in Russia's Tambov region – CPD
Russia's war casualty toll in Ukraine up by 910 over past day
Donetsk region remains main point of dispute in negotiations – Rubio
European Commission suggests way to provide Russian assets to Ukraine without risks for Belgium

კარგი შესაძლებლობაა აღდგეს, სიკვდილით დასჯა-მედვედევი

26.02.2022 ნახვები: 661

რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე და ყოფილი პრემიერი, დმიტრი მედვედევი ამბობს, რომ დაწესებული სანქციები ფიქცია და მითია. მისივე თქმით, ევროსაბჭოში წევრობის შეჩერება ახალ შესაძლებლობებს აჩენს, როგორიცაა სიკვდილით დასჯის აღდგენა.

"კარგი შესაძლებლობაა [ევროპის საბჭოში რუსეთის წევრობის შეჩერების შემდეგ] აღდგეს მთელი რიგი მნიშვნელოვანი ინსტიტუტები ქვეყანაში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების თავიდან ასაცილებლად, როგორიცაა სიკვდილით დასჯა განსაკუთრებით მძიმე დამნაშავეებისთვის, რომელიც, სხვათა შორის, აქტიურად გამოიყენება აშშ-სა და ჩინეთში", - ამბობს მედვედევი.

თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ ევროკავშირს შეუერთდება და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს პერსონალურ სანქციებს დაუწესებს. პუტინისთვის და ლავროვისთვის სანქციების დაწესებას დიდი ბრიტანეთიც აპირებს.

მანამდე ევროკავშირმა უკრაინაში შეჭრის გამო ვლადიმერ პუტინსა და საგარეო ლავროვს სანქციები დაუწესა.

გარდა ამისა, ევროსაბჭოში რუსეთს წევრობის სტატუსი შეუჩერეს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა