მარტა კოსი: ევროკავშირში არ არსებობს საკმარისი მხარდაჭერა ივანიშვილის, კობახიძისა და პაპუაშვილის სანქცირებისთვის
ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა

უკრაინა ევროკავშირს ახალი სპეციალური პროცედურის საშუალებით უნდა შეუერთდეს-ზელენსკი

ნახვები: 460 უკრაინა ევროკავშირს ახალი სპეციალური პროცედურის საშუალებით უნდა შეუერთდეს-ზელენსკი

უკრაინა ევროკავშირს ახალი სპეციალური პროცედურის საშუალებით უნდა შეუერთდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.

„მივმართავთ ევროკავშირს უკრაინის დაუყოვნლებივ გაწევრიანებასთან დაკავშირებით ახალი სპეციალური პროცედურის საშუალებით. ჩვენ მადლობელი ვართ პარტნიორების, რომ ისინი ჩვენ გვერდით დგანან, თუმცა ჩვენი მიზანია ყოფნა ყველა ევროპელთან ერთად და მოწოდების დონეზე. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველამ ეს დავიმსახურეთ", - განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, უკრაინა ამ ბრძოლაში გაიმარჯვებს.

„პრეზიდენტობის კანდიდატი როცა ვიყავი, ვთქვი, რომ თითოეული ჩვენგანი პრეზიდენტია, რადგან ჩვენ, ყველანი ვართ პასუხისმგებელი ჩვენი ქვეყნის წინაშე. ჩვენი ლამაზი უკრაინისთვის. ახლა კი ისე მოხდა, რომ თითოეული ჩვენგანი მეომარია. მეომარი თავის ადგილას. დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული ჩვენგანი გაიმარჯვებს. დიდება უკრაინას", - აღნიშნა ზელენსკიმ.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა