გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა — სასამართლომ სუს-ის ყოფილი უფროსი ოთხივე ეპიზოდში დამნაშავედ ცნო
გოჩა მირცხულავა: ქვეყანაში, სადაც კულტურა არის გაყიდული, იქ კულტურის მინისტრის არსებობა ნონსენსია
გვარამია: ფონ დერ ლაიენმა საქართველო არც გაფართოების და არც შუა დერეფნის კონტექსტში ახსენა — პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
დათო გამცემლიძე „ნამახვანჰესზე“: 400-მილიონიანი კომპენსაცია ცალკე და ენგურჰესთან შესადარი გენერაცია — ცალკე
ფონ დერ ლაიენი: მალე წარვადგენთ სამოქმედო გეგმებს იმ კანდიდატი ქვეყნებისთვის, რომლებმაც ყველაზე მეტ პროგრესს მიაღწიეს
EU to launch new cooperation programs with Ukraine's defense industry – von der Leyen
Russian general who reported to Putin on capture of Kostiantynivka eliminated in Ukraine — “Madyar”
2027 draft budget: expenditures to rise 13.5%, international assistance needs estimated at $52.6 billion

ეროვნული ბანკი ახალი საკოლექციო მონეტის რეალიზაციას 28 დეკემბრიდან დაიწყებს

ნახვები: 1019 ეროვნული ბანკი ახალი საკოლექციო მონეტის რეალიზაციას 28 დეკემბრიდან დაიწყებს

2020 წელს მეფე ერეკლე II-ის დაბადებიდან 300 წელი შესრულდა. ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, მონეტების ახალი სერიის „საქართველოს მეფეების" ფარგლებში, მეფე ერეკლე II-ის თემაზე საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის და ოქროს მონეტები გამოუშვა.

მონეტები დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ წარადგინა.

„საქართველოში ნუმიზმატიკის ისტორია თითქმის 26 საუკუნეს ითვლის. ქართული მონეტების ფორმა, სტილი, წარწერები და გამოსახულებები იცვლებოდა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესაბამისად, რაც საშუალებას გვაძლევს, უწყვეტ დინამიკაში მივადევნოთ თვალი ჩვენი ქვეყნის განვითარების ისტორიას. საქართველოს ეროვნული ბანკი ულოცავს ნუმიზმატებს და განსაკუთრებით ამ თემით დაინტერესებულ საზოგადოებას, კიდევ ერთი ახალი მონეტის გამოსვლას. დარწმუნებული ვარ, ეს მონეტები სხვა საკოლექციო მონეტების გვერდით მნიშვნელოვან ადგილს დაიმკვიდრებს", - განაცხადა კობა გვენეტაძემ მონეტების პრეზენტაციაზე, რომელიც ონლაინ რეჟიმში გაიმართა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 5 ლარის ნომინალის ვერცხლისა და ოქროს საკოლექციო მონეტებისათვის ესკიზი ღია კონკურსის წესით შეირჩა და ავტორი არის ლევან კაკიაშვილი. მათივე ცნობით, მონეტები ნიდერლანდების სამეფო ზარაფხანაში მოიჭრა. ვერცხლის მონეტის ფასია 100 ₾, ოქროს მონეტის კი - 1 690 ₾ და მათი შეძენა 2020 წლის 28 დეკემბრის 10:00 საათიდან მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის ონლაინ მაღაზიის საშუალებით იქნება შესაძლებელი.

„მონეტების უფრო მეტი კოლექციონერის ხელმისაწვდომობისთვის, პროდუქცია 2020 წლის 28 დეკემბრიდან ხუთი დღის განმავლობაში ლიმიტირებულად გაიყიდება - ერთ მომხმარებელს არაუმეტეს ერთი ოქროს და ორი ვერცხლის მონეტის შეძენა შეეძლება.

მონეტის ავერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს მეფე ერეკლე II-ის პორტრეტის გამოსახულება. მონეტაზე ასევე დატანილია ერეკლეს ხელრთვა „ერეკლე", მისი ხმალი და მეფის დაბადებისა და გარდაცვალების წლები - „1720″ და „1798″. მონეტის ქვედა, ცენტრალურ ნაწილში კი განთავსებულია ერეკლე II-ის სახელით თბილისის ზარაფხანაში მოჭრილი მონეტა, რომელზეც გამოსახულია ბაგრატიონთა საგვარეულო გერბი: გვირგვინი, სასწორი, სფერო, სკიპტრა და მახვილი. ვერცხლის მონეტის შემთხვევაში, აღნიშნული დეტალი მოოქროვილია.

მონეტის რევერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს ივერიული (ქართული) გვირგვინი. მონეტაზე დატანილია წარწერები: „საქართველო", „5 ლარი", GEORGIA და „2020", - აღნიშნულია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.

საქართველოს ეროვნული ბანკი თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის საქართველოს ეროვნულ მუზეუმს, საქართველოს პარლამენტთან არსებულ ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსა და საქართველოს ეროვნულ არქივს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა