მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

ჩვენი ქვეყანა მზად არის, გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი-კალაძე

ნახვები: 439 ჩვენი ქვეყანა მზად არის, გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი-კალაძე

სამი ათეული წელია, ჩვენი ხალხი ყველაფერს აკეთებს, რათა ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გავხდეთ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ისტორიული დღეა, რადგან ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს ოფიციალურად მოეწერა ხელი.

„ის, რაც უკრაინაში ხდება არის დიდი ტრაგედიაა. სუვერენული ქვეყნის მიმართ წარმოებული აგრესია და ომი უნდა შეწყდეს. ეს ეწინააღმდეგება საერთო სამართლის წესებს. რაც შეეხება, ჩვენი გუნდის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, ეს ქართველი ხალხის არჩევანია, რასაც თანმიმდევრულად ვაშენებდით. მეამაყება, რომ დღეს პრემიერმა ოფიციალურად ხელი მოაწერა განაცხადს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობასთან დაკავშირებით. ჩვენი სტრატეგიული ამოცანა ბოლო დროს მიმდინარე მოვლენასთან მიმართებით არის ის, რომ ყველა რესურსით დავეხმაროთ უკრაინელ ხალხს. ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე გამოვაცხადეთ თანადგომა მათ მიმართ. ასევე, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საქართველო ომის და ესკალაციის რისკისგან დავაზღვიოთ, მინიმალური იყოს ეკონომიკური დანაკარგები. გარდა ამისა, გავაღრმაოთ დასავლური პერსპექტივა, რათა ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები გავხდეთ. სამი ათეული წელია ჩვენი ხალხი ყველაფერს აკეთებს ამისთვის. ბევრი რეფორმა გატარდა. დღეს ჩვენი ქვეყანა ამისთვის მზად არის", - განაცხადა კახა კალაძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა