ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა
ევროკომისია: 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე უარის თქმა საქართველოს კონსტიტუციურ პრიორიტეტებს ეწინააღმდეგება

კულება ითხოვს, რომ წევრობაზე უკრაინის განაცხადი ევროკავშირმა საქართველოსა და მოდლოვას განაცხადებისგან დამოუკიდებლად განიხილოს

ნახვები: 761 კულება ითხოვს, რომ წევრობაზე უკრაინის განაცხადი ევროკავშირმა საქართველოსა და მოდლოვას განაცხადებისგან დამოუკიდებლად განიხილოს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინის განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე საქართველოსა და მოლდოვას განაცხადებისგან ცალკე უნდა განიხილებოდეს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ონლაინ ბრიფინგისას განაცხადა.

„ევროინტეგრაციის მიმართულებით ჩვენი ძველი პარტნიორების, საქართველოსა და მოლდოვას მიმართ ჩემი დიდი პატივისცემით, უკრაინის შემთხვევა აბსოლუტურად გამონაკლისია. ჩვენ დაჟინებით მოვითხოვთ, რომ უკრაინის საკითხი განიხილებოდეს დამოუკიდებლად, რაც შეიძლება მალე“, – აღნიშნა კულებამ.

მან აღნიშნა, რომ გაწევრიანების პროცედურა უნდა გამარტივდეს, რათა ევროკავშირში უკრაინის ინტეგრაცია შეუფერხებელად მოხდეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა