ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა
ევროკომისია: 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე უარის თქმა საქართველოს კონსტიტუციურ პრიორიტეტებს ეწინააღმდეგება

რადიო თავისუფლება რუსეთში მუშაობას წყვეტს

ნახვები: 469 რადიო თავისუფლება რუსეთში მუშაობას წყვეტს

რადიო თავისუფლება რუსეთში მუშაობას წყვეტს. სარედაქციო განცხადებაში ნათქვამია, რომ რადიო თავისუფლების რუსულ ბიუროს გაკოტრება ემუქრება, ჟურნალისტებზე კი მიმდინარეობს წნეხი პოლიციის მხრიდან.

აღმასრულებელი დირექტორის, ჯერემი ფლაის განცხადებით, რედაქციას გადაწყვეტილება დამოუკიდებლად არ მიუღია.

"რადიო თავისუფლებას ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად არ მიუღია, ჩვენ იძულებული გავხდით, ეს არის პუტინის რეჟიმის მიერ თავდასხმა სიმართლეზე", - თქვა მან.

4 მარტს რუსეთში რადიო თავისუფლების ვებგვერდის დაბლოკვა დაიწყეს.

უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთის ხელისუფლება დამოუკიდებელ მედიებს უფრო მეტად ავიწროებს.

ასევე, დაიბლოკა Meduza-ს, Север.Реалии-სა და Сибирь.Реалии-ს ვებგვერდები.

3 მარტს მაუწყებლობა დროებით შეწყვიტა კრიტიკულმა ტელეარხმა TV Rain-მა. რედაქტორებისა და თანამშრომლების ნაწილმა კი რუსეთი დატოვა.

1-ლი მარტიდან გათიშულია რადიოსადგური ეხომასკვი, მუშაობა შეაჩერა ტელეარხმა დოჟდმაც.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა