მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

კიდევ რამდენი უნდა დაიღუპოს, რომ ცა უსაფრთხო გახადოთ?-ზელენკსი

ნახვები: 430 კიდევ რამდენი უნდა დაიღუპოს, რომ ცა უსაფრთხო გახადოთ?-ზელენკსი

უკრაინა დასავლელი პარტნიორებისგან „ცის გაწმენდას" ან თვითმფრინავებისა და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემების მიწოდებას ელოდება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ახალი ვიდეომიმართვისას განაცხადა.

ზელენსკის თქმით, მტერი უკვე დაღლილი და დემორალიზებულია. მან ასევე მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესონ, ბოიკოტი გამოუცხადონ, როგორც ქვეყანაში პროდუქციის იმპორტს, ასევე რუსული პროდუქტების ექსპორტს, მათ შორის ნავთობს.

„კიდევ რამდენი უნდა დაიღუპოს, რომ უკრაინის ცა უსაფრთხო გახადოთ? რით განსხვავდება ხარკოვსა და ნიკოლაევში მცხოვრები მშვიდობიანი ხალხი ჰამბურგსა და ვენაში მცხოვრებთაგან? ჩვენ გადაწყვეტილებას ველით - ცის გაწმენდა ან ძალა, რომელიც გაგაჩნიათ, მოგვეცით თქვენი საბრძოლო თვითმფრინავები და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი საშუალებები, რომლებიც საჭირო ძალას მოგვცემდა. ეს დახმარებაა, მსოფლიომ არამხოლოდ უკრაინას უნდა გაუწიოს, არამედ საკუთარ თავსაც. რათა დავამტკიცოთ, რომ ადამიანობა მალე გაიმარჯვებს", - განაცხადა ზელენსკიმ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა