ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა
ევროკომისია: 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე უარის თქმა საქართველოს კონსტიტუციურ პრიორიტეტებს ეწინააღმდეგება

ოპერაცია შეიძლება, დასრულდეს ნებისმიერ მომენტში- პესკოვი

ნახვები: 765 ოპერაცია შეიძლება, დასრულდეს ნებისმიერ მომენტში- პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ მოსკოვმა კიევს უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების სპეცოპერაციის შეჩერების პირობები დაუსახელა.

მისი თქმით, ოპერაცია შეიძლება, დასრულდეს ნებისმიერ მომენტში, თუ უკრაინის ხელისუფლება შეასრულებს რუსული მხარის პირობებს.

კრემლის სპიკერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინამ უნდა შეცვალოს კონსტიტუცია და უარი თქვას „ნებისმიერ ბლოკში" გაწევრიანებაზე. გარდა ამისა, მან უნდა აღიაროს ყირიმი რუსეთის ტერიტორიად და ასევე დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა.

„ჩვენ ნამდვილად ვამთავრებთ უკრაინის დემილიტარიზაციას. ჩვენ ამას დავასრულებთ, მათ უნდა შეწყვიტონ საომარი მოქმედებები", - განაცხადა პესკოვმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა