ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა
ევროკომისია: 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე უარის თქმა საქართველოს კონსტიტუციურ პრიორიტეტებს ეწინააღმდეგება

არანორმალური საქციელია, როცა პოლიციელებს ტუალეტის ქაღალდებს, ფქვილს აყრიან-გომელაური

ნახვები: 768 არანორმალური საქციელია, როცა პოლიციელებს ტუალეტის ქაღალდებს, ფქვილს აყრიან-გომელაური

მინდა, მადლობა მოვუხადო ყველა იმ პოლიციელს, რომელიც მართლა დგანან და ვაჟკაცურად ითმენენ, ეს ადამიანები გარეთ არიან, რომ ჩვენი უსაფრთხოება, ჩვენი ოჯახის უსაფრთხოება დაიცვან, - ასე უპასუხა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტების კითხვას, რომელიც სამართალმცველების მისამართით შეურაცხყოფებს ეხებოდა.

როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, სამართალდამცველების შეურაცხყოფა არის ძალიან ცუდი შემთხვევა და მიუღებელია.

„მე მინდა, მადლობა მოვუხადო ყველა იმ პოლიციელს, რომლებიც დგანან და ვაჟკაცურად ითმენენ. დგანან იქ და ტუალეტის ქაღალდებს, ფქვილი და კეტჩუბებს ასხამენ თავზე. ეს არის ყოვლად მიუღებელი, არც ვიცი, რა დავარქვა ამ საქციელს. ეს არის ყოვლად არანორმალური საქციელი. ეს ადამიანები დაისჯებიან მკაცრად და ყოველთვის ასე იქნება. ამას არ ვაპატიებთ არასდროს", - განაცხადა გომელაურმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა