ტვ პირველის“ ჟურნალისტს, გიორგი მამნიაშვილს 3000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
თიბისი კონცეპტის განსაკუთრებული შეთავაზებები Black Friday-ზე
ნიკა მელია - , თავისუფალ ცურვაში უნდა გადავეშვათ ყველა პოლიტიკოსი - უნდა დავგეგმოთ გრძელვადიანი გეგმა, რათა მოკლე ვადაში გავიმარჯვოთ
ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროპულმა ჩართულობამ საშუალება მოგვცა, უკრაინაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის დამყარების საკითხზე მოლაპარაკებებში კარგი პროგრესისთვის მიგვეღწია
ნიკოლოზ ჯავახიშვილი - პაატა სალიას მივმართავ: მობრძანდით N8 პენიტენციურ დაწესებულებაში და ნახავთ, რა პირობებში გვიწევს ყოფნა ან მოვითხოვ, ვიდეომეთვალყურეობის კამერის გასაჯაროებას
ჟურნალისტი გიორგი მამნიაშვილი პროცესზე - აქ რა მინდა, არ ვიცი, არანაირი სამართალდარღვევა არ ჩამიდენია
რომეო მიქაუტაძე მოწმეს - როცა გარკვეული საკითხები წამოიჭრა, არავისთან გქონიათ კომუნიკაცია, რომ ჩემთან „ქართულ ჯიგრულ პონტში“ მოგეგვარებინათ?
ალექსანდრე დარახველიძე ჟურნალისტ გგიორგი მამნიაშვილის დაკავებაზე - ადგილი ჰქონდა პოლიციის დაუმორჩილებლობას

გოჩა მირცხულავა: აკანკალებთ, აცახცახებთ - მოდის პროტესტის ერთი წლის თარიღი

24.11.2025 ნახვები: 394

ყველა პოლიტიკური ხატი, რომელიც შექმნა ბიძინა ივანიშვილმა, აღმოჩნდა იმაზე იაფფასიანი, ვიდრე ტუალეტის ქაღალდი

უამრავი რამ მოხდა ამ ერთი წლის განმავლობაში - პირველ რიგში ის, რომ „ოცნების“ მნიშვნელოვანმა ნაწილმა სხვანაირად დაიწყო ფიქრი

ოცნება“ ძალიან მწყობრი ნაბიჯებით ქართული სახელმწიფოს გაუქმებისკენ მიდის"

"ბიძინას ეს ქვეყანა თავისი შპს ჰგონია"

ქვეყნის კურსის ცვლილებებისთვის, „ოცნება“ აუცილებლად ჩაატარებს რეფერენდუმს, მასში მონაწილეობის უფლებას არ მისცემს ემიგრანტებს

არავის აქვს უფლება, უკრაინელ ძლიერ ხალხს სულში ჩააფურთხოს

ახალი თაობის“ კითხვებს ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა პასუხობს.

- გოჩა, გასული კვირის აქტუალური საკითხები შევაფასოთ. რა ხდება ქვეყნის შიგნით, დღე არ გავა 10-15 ადამიანი რომ არ დააკავონ. ერთი პერიოდი მოდუნდნენ, ახლა ისევ აგრესიული გახდა რეჟიმი.

- ის პოლიტიკური დინამიკა, რომელიც ახლა მიმდინარეობს, აბსოლუტურად ბუნებრივია იმ რეჟიმისთვის, რომელი რეჟიმიც შექმნა „ქართულმა ოცნებამ“. მათ ჰქონდათ იმედი, რომ დაჭერების სერია დაასრულებდა, ჩაკლავდა, გაანადგურებდა ამ ქუჩის საპროტესტო აქციებს. სულ გაიძახოდნენ, 200-300 კაცი დგას რუსთაველზე და ახლა ამათ ჭკუაზე ვერ ვივლით. თითქოს პანაცეა იყო მათთვის, რომ რუსთაველის გამზირი გაეხსნათ. უნდოდათ მათი მხარდამჭერებისთვის ეთქვათ, რომ ჩვენ რუსთაველი გავხსენით და პროტესტიც აღარ არსებობს. ამ ყველაფერს თან ერთვოდა რეპრესიული ქმედებები, რომელსაც რეჟიმი ახორციელებდა. მოიფიქრეს კორდონის ჩაყენება რუსთაველზე. იფიქრეს, რომ თუ ვერ გადაკეტავენ, სახლებში გაიქცევიან. არადა, ამ პროტესტმა ფორმა შეიცვალა და ტრანსფორმირდა. ადრე თუ ერთ ადგილზე ჰქონდათ დისკომფორტი, ახლა ეს დისკომფორტი იზრდება. ყველაზე მთავარი რაც არის, მათ აკანკალებთ, აცახცახებთ, რომ მოდის პროტესტის ერთი წლის თარიღი.

- ერთი წელი სრულდება 28 ნოემბერს და ეს აშინებთ?

- დიახ, მოდის ეს თარიღი და, რა თქმა უნდა, მათ სურდათ, რომ ეს სიმბოლური მომენტი ჩაეკლათ. „ერთი წელი შესრულდა საპროტესტო აქციების“, ეს ყველაფერი მსოფლიო მედიის ყურადღების ქვეშ იქნება. ეს არ უნდოდათ ყველაზე მეტად. ამაზე არავის კრინტი არ უნდა დაეძრა. პროტესტი უფრო მეტ ტემპს კრეფს. აქედან გამომდინარე,  ისევ იმ სისასტიკეს დაუბრუნდნენ. ცდილობენ, ამ რეპრესიებით 28 რიცხვი თავიდან აირიდონ.

- რა აშინებთ, რომ 28 ნოემბერი ხალხმრავალი იქნება?

- სავარაუდოდ, ასე იქნება. 28 ნოემბრის პროტესტი ხალხმრავალი იქნება, რადგან ამ აქციაზე ხალხი მოვა თვითდინებით! ხალხს ტრავმები აქვს, ეს არის ის ტრავმა, რომელსაც არასოდეს დაივიწყებს ხალხი. არც „ოცნების“ მომხრეები დაივიწყებენ, რადგან ერთი წელია დისკომფორტში უწევთ ცხოვრება. არც ისინი არიან კომფორტის ზონაში. უამრავი რამ მოხდა ამ ერთი წლის განმავლობაში. პირველ რიგში ის, რომ „ოცნების“ მნიშვნელოვანმა ნაწილმა სხვანაირად დაიწყო ფიქრი. იმასაც გადასარევად ხედავენ, როგორ იკარგება მათი შვილების პერსპექტივა. უდიდესი შანსი დაგვაკარგინა „ოცნებამ“.

დავაკვირდეთ „ოცნებაში“ მიმდინარე პროცესებს. ყველა პოლიტიკური ხატი, რომელიც შექმნა ბიძინა ივანიშვილმა, მაპატიეთ ამ გამოთქმისთვის, მაგრამ აღმოჩნდა იმაზე იაფფასიანი, ვიდრე ტუალეტის ქაღალდი. ეს კუმირების ხატები დაინგრა. 2012 წელს, „ოცნება“ რა გზავნილით მოვიდა ხელისუფლებაში? ეს იყო სამართლიანობა! ამ დროს ყველაზე უსამართლო ხელისუფლება აღმოჩნდა. ხალხის ოცნება კი არ აღმოჩნდა, ეს არამედ კონკრეტული ადამიანების, ღარიბაშვილის, ივანიშვილის და მისნაირების, მინისტრების და კონკრეტული ბიზნესმენების. იმ ხალხის, ვინც ცალ-ცალი კალოშით მოვიდა და მილიონერი გახდა.

- გასულ კვირას კიდევ ერთი მავნებლური გადაწყვეტილება გაახმაურა „ქართულმა ოცნებამ“, ვგულისხმობ ემიგრანტებისთვის ხმის მიცემის უფლებას, რომელსაც ართმევენ. ეს კიდევ უფრო ხომ არ ამყარებს ეჭვებს, რომ „ოცნება“ ემზადება ვადამდელი არჩევნებისთვის? 

- „ოცნებას“ სურს გარკვეული პოლიტიკური ანკლავის შექმნა, რომელიც იქნება ჩაკეტილი. ბიძინა ამ ქვეყანას თავის შპს-დ განიხილავს, შესაბამისად, ამ თავის კომპანიაში უნდა, რომ თავისი წესები ჰქონდეს. ქვეყნის გარეთ კი ცივილური თამაშის წესებია. „ოცნება“ ურცხვად გაიძახის, ეკონომიკა ყვავისო, არა და, ამ ეკონომიკის მნიშვნელოვანი წილი არის სწორედ ემიგრანტების გზავნილები, რომლებიც სხვა ქვეყნებში ბებიებს უვლიან, დამლაგებლებად მუშაობენ და რომელ ეკონომიკის აყვავებაზე გვესაუბრებიან?!

- ჩამოვიდნენ და აქ მისცენ ხმაო...

- დიახ, იქ საკუთარ დიპლომატებსაც არ ენდობიან. გაყალბების იმედი არ აქვთ. შესაბამისად, მიიღეს ეს ამაზრზენი გადაწყვეტილება, რომ ადამიანს საკუთარი კონსტიტუციური უფლების განხორციელება აუკრძალონ. დააკვირდით, კიდევ უარესი რაღაც ხდება, რეფერენდუმიც და პლებისციტიც ქვეყნის შიგნით ხდებაო, გარეთ მყოფის აზრი არ მაინტერესებსო. ეს იმას ნიშნავს, რომ შიგნით ყველაფრის შედეგს ისეთს დაწერს, როგორიც მას უნდა. მე არ გამოვრიცხავ, რომ ამათმა, არჩევნების პარალელურად, რეფერენდუმიც ჩაატარონ.

- ანუ არჩევნები იქნება?

- მე მაინც ვფიქრობ, რომ ამისთვის ემზადებიან. „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი გამოვიდა და თქვა, რომ არა, არჩევნები ჩატარდება 2028 წელს. ამან უფრო მეტად გამიმძაფრა ეჭვი, რომ შესაძლოა, არჩევნები გაზაფხულზე ჩატარდეს. კობახიძე რას იტყვის, ამას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, არამედ მნიშვნელობა აქვს იმას, რას იტყვის ბიძინა, ან როგორ ხასიათზე გაიღვიძებს. კობახიძესა და მის გუნდს, ბევრი განცხადება გაუკეთებია, თუმცა ყველა გაუუქმა ივანიშვილმა. ასე რომ, მათ ნათქვამს ფასი არა აქვს. ქვეყნის კურსის ცვლილებებისთვის, „ოცნება“ აუცილებლად ჩაატარებს რეფერენდუმს, მასში მონაწილეობის უფლებას არ მისცემს ემიგრანტებს, აი რისთვის სჭირდებათ მათთვის ხმის მიცემის უფლების ჩამორთმევა. ამ ემიგრანტების ხარჯზე ცხოვრობს აქ ოჯახები და ამ ხალხს ეუბნებიან, რომ შენ არავინ არა ხარ! შენ კონსტიტუციური უფლება არა გაქვს. „ოცნება“ ძალიან მწყობრი ნაბიჯებით მიდის ქართული სახელმწიფოს გაუქმებისკენ.

გოჩა, ასევე საკმაოდ მნიშვნელოვანი თემაა და მსოფლიო ყურადღების ცენტრშია უკრაინა და ტრამპის 28-პუნქტიანი გეგმა. რა მოლოდინი გაქვთ, რა იქნება?

-  ჩვენ უკვე რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი ვნახეთ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ. გარკვეული დაძაბულობაც ვნახეთ თეთრ სახლში. უკვე არაერთი მოსაზრება მოვისმინეთ ომის დასრულებასთან დაკავშირებით. ერთ რამეზე შევთანხმდეთ, რომ ნებისმიერი გეგმა ყოველთვის განიცდის სახეცვლილებას. შესაბამისად, არც ეს გეგმა იქნება საბოლოო. გადაწყვეტილება უნდა მიიღოს უკრაინელმა ხალხმა. გარდა ამისა, ომის საფრთხეს უფრო მწვავედ აღიქვამს ევროპა, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატების ცალკეული ჩინოვნიკი. აქ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ევროპული ქვეყნების პოზიცია, რომლის იგნორირებასაც, რა თქმა უნდა, ვერავინ ვერ შეძლებს. აქ ძლიერის სამართალი ვერ იმუშავებს, არავინ დაუშვებს იმას, რომ რუსეთმა ძალის სამართლით იმოქმედოს შედარებით სუსტთან მიმართებაში. ამიტომ, მე არ მგონია, ეს გეგმა იყოს ის გეგმა, რომლითაც ომი დასრულდება. რა თქმა უნდა, ეს ზამთარი ურთულესი იქნება უკრაინისთვის, მაგრამ ვფიქრობ, საბოლოოდ უკრაინა გაიმარჯვებს. ევროპაც დიდ საფრთხეს ხედავს და არა მგონია, ვინმე დათანხმდეს ამ გეგმას და მის პუნქტებს. დღეს არავის აქვს უფლება, უკრაინელ ძლიერ ხალხს სულში ჩააფურთხოს.

ნონა ცაბაძე

ახალი თაობა

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა