მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

დაუყოვნებლივ გადაიყვანეთ სააკაშვილი გამოკვლევების ჩასატარებლად-ლომჯარია პენიტენციურს მიმართავს

ნახვები: 433 დაუყოვნებლივ გადაიყვანეთ სააკაშვილი გამოკვლევების ჩასატარებლად-ლომჯარია პენიტენციურს მიმართავს

სახალხო დამცველი მოუწოდებს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, დაუყოვნებლივ გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი აუცილებელი სამედიცინო გამოკვლევების ჩასატარებლად.

ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სახალხო დამცველის კონსილიუმმა 9 მარტს მოინახულა ყოფილი პრეზიდენტი, ვიზიტმა კი ცხადყო, რომ სააკაშვილისთვის რელევანტური გამოკვლევები აუცილებელია.

ამასთან, სახალხო დამცველი ამბობს, რომ პენიტენციური დაწესებულების ექიმისგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შიმშილობის ფონზე გაუარესდა, ხოლო რიგი მაჩვენებლები და ჩივილები განსაკუთრებულად საყურადღებოდ მიიჩნევა.

"მოწოდებული ინფორმაციით, პენიტენციური სამსახურის ინიციატივით, N12 დაწესებულებაში 7 მარტს იმყოფებოდნენ სამოქალაქო კლინიკის ექიმები, რომლებმაც შეამოწმეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და დაადგინეს დამატებითი გამოკვლევების ჩატარების საჭიროება სამოქალაქო ტიპის კლინიკაში, სასწრაფო დაყოვნებული წესით, რაც საკანონმდებლო აქტების შესაბამისად, უნდა ჩატარდეს 2-5 დღეში.

აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის კვლავ არ ჩატარებულა თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRT კვლევა). კვლევის შესახებ რეკომენდაცია სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფმა ჯერ კიდევ 19 იანვარს გასცა. MRT კვლევის საჭიროებას პენიტენციური დაწესებულებაც იზიარებდა და დაგეგმილიც კი ჰქონდა, თუმცა, ჯერჯერობით უშედეგოდ.

იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში პატიმარი ვერ იღებს რეკომენდირებულ და დაგეგმილ სამედიცინო მომსახურებას, სახალხო დამცველის აპარატი მიიჩნევს, რომ 7 მარტს განსაზღვრული დაუყოვნებლივ ჩასატარებელი სამედიცინო გამოკვლევებიც შესაძლოა არ ჩატარდეს ან/და გაჭიანურდეს არაგონივრულად, მათ შორის, საკანონმდებლო მოთხოვნის პირდაპირი დარღვევით.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტით, პატიმრისთვის დროული და ყოველმხრივი, ადეკვატური მკურნალობის მიუწოდებლობა, ზუსტი დიაგნოზის განუსაზღვრელობა და სათანადო სამედიცინო მომსახურების გაუწევლობა შესაძლოა გაუთანაბრდეს ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას, რაც გულისხმობს წამებას, არაადამიანურ ან/და დამამცირებელ მოპყრობას.

სახალხო დამცველი მოუწოდებს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს - დაუყოვნებლივ უზრუნველყოს პენიტენციური სისტემის ექიმების/მოწვეული ექიმების მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის რეკომენდირებულიაუცილებელი სამედიცინო გამოკვლევებისა და სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურების მიწოდება", - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განმეორებითი შიმშილობა გუშინ, 10 მარტს შეწყვიტა.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა