ირაკლი კობახიძე - არაფერი გადასარჩენი არ სჭირს „იმედს“ და „პოსტვ“-ს, კომერციულ სუბიექტებს მოვუწოდებ, ითანამშრომლონ ორივე ტელეკომპანიასთან
გოჩა მირცხულავა: ოპოზიციიდან ზოგმა ივანიშვილთან პირდაპირ ითანამშრომლა, ზოგმა კი თავისი სასარგებლო იდიოტური ქმედებებით, ამ რეჟიმის ფორმირებას ხელი შეუწყო
ირაკლი კობახიძე - აქაური აგენტურა და ბრიტანეთის ბიუროკრატია ერთი ხელიდან იმართება
ირაკლი კობახიძე - ღირებულებითი თანხვედრის ფონზე საქართველოს მიმართ აშშ-ს დღევანდელი დისტანცირებული პოზიცია ალოგიკურია
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო - ვერავითარი სანქცია ეროვნულ მაუწყებელს ვერ აიძულებს, სიმართლის თქმაზე უარი თქვას
რომან გოცირიძე - “იმედის” ბანკის შექმნა სასაცილოა
War update: 230 combat engagements on front line over past day, Pokrovsk sector remains most active
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,280 over past day

გოჩა მირცხულავა: ოპოზიციიდან ზოგმა ივანიშვილთან პირდაპირ ითანამშრომლა, ზოგმა კი თავისი სასარგებლო იდიოტური ქმედებებით, ამ რეჟიმის ფორმირებას ხელი შეუწყო

27.02.2026 ნახვები: 636

"იმედისა" და "პოს ტვ"-ის დასანქცირება დააგვიანეს"

"როდესაც არჩევნებს 100-ჯერ აგებ და პოლიტიკურ პასუხისმგებლობას არ იღებ, პარტიაში შიდა დემოკრატია არ გაქვს, მე შენ როგორ უნდა გენდო? როგორ შეიძლება, დამარცხებული ტიპი სულ რაღაცის თავმჯდომარე იყოს?!"

"ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერი რადგან ციხეში წავიდა, ამის გამო, მათ მუხლებში არავინ ჩაუვარდება"

ოპოზიციური პარტიების გარდა, ამ სახელმწიფოს დიდი ზიანი მიაყენეს ოპოზიციის პროპაგანდისტულმა არხებმა

ქართული აკადემიური წრის წარმომადგენელთა დიდი ნაწილი საბჭოთა ინტელიგენციის სახეა

ქართულ ოცნებას“ მოაზროვნე ადამიანი არ სჭირდება

ახალი თაობის“ კითხვებს ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა პასუხობს.

- ბატონო გოჩა, დიდმა ბრიტანეთმა სამთავრობო არხები "იმედი" და "პოს ტვ" დაასანქცირა. მოსალოდნელი იყო ამ მედია საშუალებების დასანქცირება?

- ვფიქრობ, ეს პროცესი ცოტა დაგვიანებულია. იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილება, ჩვენ ბრიტანელებს ვერ დავაჩქარებდით. ნიშანდობლივი არის ის, რომ რუსეთ-უკრაინის ომის 4-წლის თავზე რუსეთის წინააღმდეგ მიღებული სასანქციო პაკეტში მოხვდა ორივე ტელევიზია, როგორც რუსეთის ინტერესების გამტარებელი პროპაგანდისტული არხები. თუ ჩვენ დავაკვირდებით ერთ მნიშვნელოვან ნიუანსს, ცალკეული პროპაგანდისტები ამ ტელევიზიების ეთერებში არც კი მალავდნენ, რომ არიან პროპაგანდისტები. ისინი იმასაც კი ამბობდნენ, რომ პრორუსებიც არიან. აქედან გამომდინარე, უცნაურია, ბრიტანული სანქციების დაწესების გაკვირვება მათი მხრიდან. ამ ადამიანებისთვის სანქციების აღქმა არის გაუგებარი.

ბრიტანელები ამბობენ, რომ ჩვენ მათთან ურთიერთობა არ გვინდა. დღეს, ამ წუთას, ტელევიზიებთან დაკავშირებული მომენტები არ არის დიდად მნიშვნელოვანი, უფრო მნიშვნელოვანია ამ ტელევიზიებთან მიბმული ეკონომიკური აქტივობები, რომლებიც ბანკებთან და რეკლამებთან არის დაკავშირებული.

 ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სახელმწიფო უწყებები ამ სანქცირებულ ტელევიზიებთან თანამშრომლობას გააგრძელებენ, რა თქმა უნდა, ბიზნესზეც იქნება ზეწოლა. ბიზნესმენებმა კარგად უნდა გაიაზრონ, თუ რა შედეგი შეიძლება მოყვეს ამ სამთავრობო-პროპაგანდისტული არხების დაფინანსებას. შესაბამისად, ამას სხვა შედეგებიც მოჰყვება. რაღაც კოლიზიაზე არის საუბარი და რა კოლიზიაზე არის საუბარი ბანკებთან დაკავშირებით, ვერ ვხვდები.

ეროვნული ბანკის მხრიდან გაკეთდა განცხადება, რომ კონსტიტუცია მათთვის პრიორიტეტულია. ასევე დაამატეს, რომ ეს სანქციები არ უნდა გავითვალისწინოთო. ბრიტანელები, რომლებმაც ეს სანქციები დააწესეს, შეუძლიათ ისე მოიქცნენ, როგორც მათ სურთ. ქართულ მხარეს შეუძლია „დასცინოს“ ბრიტანულ გადაწყვეტილებას. „ქართული ოცნების“ სპიკერები ამბობენ, რომ ბრიტანეთი თურმე ინგრევა და მალე არც დიდი დარჩებათ და არც ბრიტანეთი.

- დანარჩენმა სამთავრობო ტელევიზიებმა დასანქცირებულ მედიებს სოლიდარობა გამოუცხადეს. "რუსთავი 2"-და საზოგადოებრივ მაუწყებელს იგივე ბედი ელით?

- ვფიქრობ, რომ  რაღაც ეტაპამდე საზოგადოებრივ მაუწყებელთან ჩვენი პარტნიორები ცოტა მოზომილები იქნებიან. სანქციის არსი არის პრევენცია. ის, ვინც სანქციებს აწესებს, ეუბნება მეორე მხარეს, დასანქცირებულ მხარეს, რომ მე ხელში ბერკეტები მიჭირავს. საზოგადოებრივ მაუწყებელთან ცოტა სხვა დამოკიდებულება იქნება, რადგან ისინი ევროპული მაუწყებლობის ალიანსში არიან. ბოლო პერიოდში ვრცელდება ინფორმაცია, რომ რომელიღაც არხი შეიძლება "რუსთავი 2"-ს შეუერთდეს. ამ ნაბიჯით "რუსთავი 2" იმ პაკეტში  ნებაყოფლობით მოხვდება და საკუთარ თავს განაჩენს თავად გამოუტანს.

- პარალელურად ქვეყანაში მიმდინარე პროცესებიც მეტად მნიშვნელოვანია.

- რუსთაველის აქციის ფარგლებში სამართალდამცავების მოქმედება მეტ-ნაკლებად მოზომილია. თუმცა, კონსტიტუციის ფარგლებში, მათი ქმედებები არ ჯდება. „ქართულ ოცნებას“ ეს პროცესი საკანონმდებლო კოლაფსში შეჰყავს. ვგულისხმობ, 18 თებერვალს მეორე მოსმენით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებას, სადაც დანაშაულად აცხადებს და 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთით ემუქრება ყველას, ვინც ხელისუფლების თანხმობის გარეშე მიიღებს რაღაც სახსრებს. აქ საინტერესოა იმის განსაზღვრა, ამ სახსრებს ხელისუფლება ან მოსამართლე როგორ აღიქვამს. ჩვენ აღქმებამდე დავედით. სამართლის კოდექსს ემატება ახალი მუხლი, „ექსტრემიზმი საქართველოს კონსტიტუციური წყობილობის წინააღმდეგ“. ვიღაცამ ჩვენი ინტერვიუ შეიძლება აღიქვას, როგორც კონსტიტუციის წინააღმდეგ მიმართული ქმედება. ამ ადამიანებმა კონსტიტუცია თავის 78-ე მუხლით თავზე გადაგვახიეს, მათთვის არაფერს წარმოადგენს ამავე კონსტიტუციის მე-17 მუხლიც. აქ უკვე საუბარი გონივრულ ეჭვებზეც აღარ მიდის, აქ აღქმებამდე დავედით.

- „ქართული ოცნება“ ახალ რეპრესიულ კანონებს იღებს, რათა რუსთაველის პროტესტი ჩაახშოს. მაგრამ ვხედავთ, რომ უკვე მეორე წელია ქართველი ხალხი ქუჩაში ისევ გამოდის. სად არის ოპოზიცია? რატომ არის საზოგადოებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის ამხელა უფსკრული? ერთიანობის პრობლემა რატომ ვერ გადაიჭრა?

- პირველ რიგში, დიდ მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, რომელიც დღემდე ამ საპროტესტო მუხტს ინარჩუნებს. ის შედეგი, რაზეც ჩვენ წინა კითხვაში ვისაუბრეთ, სწორედ მათი თავდადების შედეგია. ოპოზიციასთან დაკავშირებით არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ეს არის ჩვეულებრივი ქართული ხასიათის გამოვლინება, როდესაც ყველას უნდა, რომ იყოს პირველი და ამ სიტუაციაში ყველა ერთმანეთის ჩაძირვას ცდილობს. მთელი ამ წლების განმავლობაში ქართულმა ოპოზიციურმა სპექტრმა სერიოზული დისკრედიტაცია განიცადა. მეტი ძალისხმევა დახარჯა ნაციონალურ მოძრაობასთან ბრძოლაში, ვიდრე „ქართულ ოცნებას“ საშუალება არ მისცა, რომ ამ რეჟიმად ჩამოყალიბებულიყო. ბოლო 14 წლის განმავლობაში სხვადასხვა ოპოზიციური პარტიები, სხვადასხვა პერიოდში იყვნენ „ქართული ოცნების“ სიტუაციური მოკავშირეები.

- რომელ ოპოზიციურ პარტიებს გულისხმობთ?

- თითქმის ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, რომლებიც პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად იყო ჩართული, ზოგმა ივანიშვილთან პირდაპირ ითანამშრომლა, ზოგმა კი თავისი სასარგებლო იდიოტური ქმედებებით, ამ რეჟიმის ფორმირებას ხელი შეუწყო. ამ ადამიანებს საკუთარი თავი, მაღალყელიანი ჟირაფები ეგონათ და მთელ საზოგადოებას ზემოდან გვიყურებდნენ. დღეს კი ვხედავთ, სადაც არიან. მე არავის ვუსურვებ ციხეში მოხვედრას, მაგრამ ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერი რადგან ციხეში წავიდა, ამის გამო, მათ მუხლებში არავინ ჩაუვარდება.

ოპოზიციური პარტიების გარდა, ამ სახელმწიფოს დიდი ზიანი მიაყენეს ოპოზიციის პროპაგანდისტულმა არხებმა. ამ მედიებმა ივანიშვილს იმაზე მეტი სამსახური გაუწიეს, ვიდრე თავად ივანიშვილის თანამებრძოლებმა. შესაბამისად,  ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობები არის ასაღები. მაშინ, როდესაც  დაიბადნენ და დაირქვეს ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე, ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის რაღაცის, რაღაცის რაღაცა, ეს ადამიანები საბჭოთა პოლიტბიუროს წევრების მსგავსად, კვდებიან ამ სკამებზე და არ დგებიან. როდესაც არჩევნებს 100-ჯერ აგებ და პოლიტიკურ პასუხისმგებლობას არ იღებ, პარტიაში შიდა დემოკრატია არ გაქვს, მე შენ როგორ უნდა გენდო? როგორ შეიძლება დამარცხებული ტიპი სულ რაღაცის თავმჯდომარე იყოს. მე ამ ადამიანების მიმართ ნულოვანი ნდობა მაქვს, როგორც პოლიტიკური პროცესების წამმართველები, თორემ ადამიანურად არაფერს ვერჩი. თუ უნდათ შევარდნაძეს ემსახურონ, თუ უნდათ მიშას ემსახურონ, ახლა თუ უნდათ ბიძინას სამსახურში იყვნენ.

ივანიშვილის ფსიქოლოგია მუდმივ პარტნიორობას არ გულისხმობს. როდესაც ვიღაც ცდილობდა, რომ მისთვის კოჭი გაეგორებინა, ფული გამოერთმია და დღეს ცდილობენ, დაგვარწმუნონ, რომ ისინი ოპოზიციას წარმოადგენენ, ეწინააღმდეგებიან, ასეთი ადამიანებისგან პოლიტიკური ველი უნდა გაიწმინდოს. მე ვსაყვედურობ იმ ადამიანებს, რომლებიც რუსთაველზე დგანან და ამბობენ, რომ პოლიტიკოსები არ ვარგანან. ასეთ დროს, ამომრჩეველმა ვის ელაპარაკოს და ვის ელაპარაკონ ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა?

 ზოგიერთს პოლიტიკა ბიზნესად აქვთ ქცეული, როგორც ერთს, ისე მეორე ფლანგს. ყოველთვის ვითხოვდი ლუსტრაციის კანონის მიღებას, მაგრამ ახლა მისი მიღება საჭირო აღარ არის. ქართველი ხალხის უმეტესობა არის საბჭოთა მენტალიტეტის. პოლიტიკოსები, პრინციპებისგან დაცლილი, გაუგებარ პოლიტიკურ ვექტორს ატარებენ. ყველაზე არ ვიძახი. ხელისუფლება ქართულ სახელმწიფოს რას უშვრება, ამას ვხედავთ. ვიღაცის კონფორმიზმს ჩვენი სახელმწიფო არ უნდა შეეწიროს. ეს ლუსტრაციის პროცესი მნიშვნელოვან შედეგებს გამოიტანს. მე ასევე პრეტენზია მაქვს არასამთავრობო სექტორის მიმართ. სად არის სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებისთვის დახარჯული მილიონობით ფული. ქართული საზოგადოება სამოქალაქოდ განათლებული არ არის. ქართველების უმეტესობას მოქალაქეობრივი განცდა რომ არ აქვთ, ამიტომაც არ არის პასუხისმგებლობა.

- განათლების დაანონსებული რეფორმის მიხედვით, ჯერ თსუ-და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანება იგეგმებოდა, ახლა კი ილიაუნს მიადგნენ. განათლების სისტემაში ცვლილებები საჭიროა, მაგრამ ამ პროცესის გატარება ნაჯახის მოქნევის პრინციპით რამდენად მართებულია?

- განათლების სისტემაში რეფორმა რომ არის გასატარებელი, ეს არის ერთმნიშვნელოვანი, მაგრამ რა მიმართულებითაც კეთდება ეს რეფორმები, ეს არის დამაზიანებელი. ეს არ არის რეფორმა. ეს არის სისტემაში არსებული უმძიმესი ვითარების, უფრო დამძიმება. საქართველოს მოსახლეობის 60 პროცენტს წაკითხულიდან აზრის გამოტანა არ შეუძლია. მათ გააზრების და ლოგიკური აზროვნების უნარი არ აქვთ. ჩვენ ამ სტატისტიკას ყოველდღიურობაში ვხედავთ. პროფესორ-მასწავლებლები (ილიაუნს არ ვგულისხმობ) ამ ხელისუფლების აგიტატორები არიან. დაცვას ვის სთხოვენ? იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც ცხვირ-პირს ამტვრევდნენ და თვითონ პროტესტიც არ გამოუთქვამთ. ქართული აკადემიური წრის წარმომადგენელთა დიდი ნაწილი საბჭოთა ინტელიგენციის სახეა. ეს რეფორმა არის ბრძოლა ილიაუნის წინააღმდეგ და ბრძოლა სისტემის მორღვევისთვის.

„ქართულ ოცნებას“ მოაზროვნე ადამიანი არ სჭირდება. მას სჭირდება მუშახელი. ჩლუნგების მართვა არის ადვილი. მათ სურთ დააჩლუნგონ, ისედაც გამოთაყვანების პირას მყოფი ადამიანები.

კოტიკო გოგინაშვილი

ახალი თაობა

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა