ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა
ევროკომისია: 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე უარის თქმა საქართველოს კონსტიტუციურ პრიორიტეტებს ეწინააღმდეგება

აშშ შეშფოთებულია რუსეთის მიერ უკრაინაში ქიმიური ან ბაქტერიოლოგიური იარაღის გამოყენების შესაძლებლობით

ნახვები: 471 აშშ შეშფოთებულია რუსეთის მიერ უკრაინაში ქიმიური ან ბაქტერიოლოგიური იარაღის გამოყენების შესაძლებლობით

ამერიკის შეერთებული შტატები სერიოზულად შეშფოთებულია რუსეთის მიერ უკრაინაში ქიმიური ან ბაქტერიოლოგიური იარაღის გამოყენების შესაძლებლობით, - ამის შესახებ გაეროში აშშ-ის ელჩმა ლინდა თომას-გრინფილდმა პარასკევს განაცხადა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომელიც რუსეთის ინიციატივით გაიმართა

„ჩვენ გვჯერა, რომ რუსეთს შეუძლია გამოიყენოს ქიმიური ან ბიოლოგიური აგენტები მკვლელობებისთვის, როგორც დადგმული ან ყალბი ინციდენტის ნაწილი, ან ტაქტიკური სამხედრო ოპერაციების მხარდასაჭერად", - თქვა გაეროში აშშ-ის ელჩმა.

თომას-გრინფილდმა ასევე გაიხსენა, რომ შეერთებულმა შტატებმა გააფრთხილა მსოფლიო კრემლის განზრახვების შესახებ, შეექმნა საბაბი უკრაინაში შეჭრისთვის, მათ შორის ნარატივებით უკრაინაში ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის სავარაუდო შექმნის შესახებ.

მისივე თმით ჩინეთი დაეხმარა მოსკოვს ამ დეზინფორმაციის გავრცელებაში და ამით მხარი დაუჭირა რუსეთის აღმაშფოთებელ სიცრუეს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა