ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

ირანი გემებისთვის ჰორმუზის სრუტის ომანის მხარის თავისუფლად გადაადგილების ნებართვის გაცემის საკითხს განიხილავს

ნახვები: 377 ირანი გემებისთვის ჰორმუზის სრუტის ომანის მხარის თავისუფლად გადაადგილების ნებართვის გაცემის საკითხს განიხილავს

ირანმა, შესაძლოა, განიხილოს გემებისთვის ჰორმუზის სრუტის ომანის მხარის თავისუფლად, თავდასხმის რისკის გარეშე, გადაადგილების ნებართვის გაცემა, როგორც შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების დროს შეთავაზებული წინადადებების ნაწილი, იმ პირობით, რომ მიღწეული იქნება შეთანხმება კონფლიქტის განახლების თავიდან ასაცილებლად, - ამის შესახებ Reuters-ი ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

წყარომ, რომელმაც საკითხის მგრძნობელობის გამო იდენტიფიცირებისგან თავი შეიკავა, განაცხადა, რომ ირანი შესაძლოა, მზად იყოს, გემებს ომანის წყლებში ვიწრო სრუტის მეორე მხარის თეირანის მხრიდან ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე გამოყენების ნება დართოს.

წყარომ არ დააკონკრეტა, დათანხმდება თუ არა ირანი წყლის ამ მონაკვეთის ნაღმებისგან გაწმენდასაც, ან ყველა გემს - მათ შორის ისრაელთან დაკავშირებულ გემებსაც - ექნება თუ არა თავისუფლად გადაადგილების უფლება. თუმცა, წყარომ დასძინა, რომ წინადადება დამოკიდებულია იმაზე, მზად არის თუ არა ვაშინგტონი თეირანის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად - პირობა, რომელიც ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით ნებისმიერი პოტენციური გარღვევისთვის ცენტრალურ ადგილს იკავებს.

Reuters-ი წერს, რომ ეს წინადადება თეირანის პირველი თვალსაჩინო ნაბიჯი იქნება ბოლო კვირების განმავლობაში წამოჭრილი უფრო აგრესიული იდეებიდან უკან დახევისკენ, რაც მოიცავდა გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გავლისთვის გადასახადის დაწესებას და სრუტეზე სუვერენიტეტის დაწესებას, რასაც გლობალური გადაზიდვების ინდუსტრია საზღვაო კონვენციების დარღვევის უპრეცედენტო ცალმხრივ ნაბიჯებად მიიჩნევს. Reuters-ი ხაზს უსვამს, რომ ირანის წინადადება ასევე იქნება პირველი ნაბიჯი სრუტეში ნაოსნობის სტატუს კვოს აღდგენისკენ, რომელიც ათწლეულების განმავლობაში არსებობდა, მიუხედავად იმისა, რომ ირანი პერიოდულად აკავებდა გემებს, რომლებიც სრუტეში გაივლიდნენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა