ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

რუსებს რეზერვისტები არ ჰყოფნით და ახლა მოხალისეებს აფხაზეთსა და მთიან ყარაბაღში ეძებენ-ალექსეი არესტოვიჩი

ნახვები: 493 რუსებს რეზერვისტები არ ჰყოფნით და ახლა მოხალისეებს აფხაზეთსა და მთიან ყარაბაღში ეძებენ-ალექსეი არესტოვიჩი

რუსებს რეზერვისტები არ ჰყოფნით და ახლა მოხალისეებს კავკასიაში, აფხაზეთსა და მთიან ყარაბაღში ეძებენ. ამგვარად, ისინი ცდილობენ 20-30 ბატალიონი შეკრიბონ. ამ ადამიანების ბრძოლისუნარიანობა რამდენად ეფექტური იქნება, ადვილი მისახვედრია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელმა, ალექსეი არესტოვიჩმა Priamyi kanal​-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ძალები შეტევას სამი მიმართულებით განაახლებენ. ესენია ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარების ზონა, კიევი, ხარკოვი და მარიუპოლი.

„რამდენადაც მათი ბრძოლისუნარიანობა სუსტდება, ვერც ამ რეზერვისტების საშუალებით მოახერხებენ ბრძოლას. ორ-სამ კვირას ვაძლევ, მათი რესურსი ამოიწურება მალე და „კურდღლებს" დაემსგავსებიან, აღარაფერი დარჩებათ, რითაც ომის გაგრძელებას შეძლებენ", - აღნიშნა არესტოვიჩმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა