ფარცხალაძე: რუსეთში მოხალისეთა ქვედანაყოფი „გეორგიევსკი“ ჩამოვაყალიბეთ — უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მხარეს ვიბრძოლებ
ღარიბაშვილი ხელისუფლებას: „ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით — ეს სამართლებრივი პროცესი კი არა, პოლიტიკური დევნაა“
გვარამია: „40 მილიონი“ შეთხზული ტყუილია — ენმ და „გირჩი“ ჩვენს წინააღმდეგ კოორდინირებულ კამპანიას აწარმოებენ
თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — პროექტის ღირებულება 287.6 მლნ ლარია
კობახიძე ღარიბაშვილის წერილზე: სასაცილოცაა და ტრაგიკულიც — ყოფილი პრემიერი „შავ-ბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე“ დავიდა
„გირჩი“ სახელს იცვლის და „თავისუფალი ხალხის პარტია“ ხდება
War update: 237 combat clashes on front lines in past 24 hours, 43 in Pokrovsk sector
Ukraine marks Military Intelligence Day

პაატა ბურჭულაძე - არ მესმის ოპოზიციური პარტიების მდუმარების 4 ოქტომბრის გარშემო

ნახვები: 392 პაატა ბურჭულაძე - არ მესმის ოპოზიციური პარტიების მდუმარების 4 ოქტომბრის გარშემო

თუ ამ სიტყვების მერე თავისუფალი ვარ, იქით გადავჯდები , - ასე მიმართა 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულმა პაატა ბურჭულაძემ მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძეს მას შემდეგ, რაც მისმა ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ სასამართლოში ვრცელი დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა.

მას შემდეგ, რაც ბურჭულაძეს მოსამართლემ უთხრა, რომ თავისი სიტყვა ეთქვა, ბრალდებულმა განაცხადა, რომ ვერ გაიგო, თუ რას ედავებიან.

"ე.ი. არ მიშვებთ ჯერ არა? ბატონო მოსამართლევ, როგორც მესმის, სასამართლო პროცესის ერთი-ერთი მიზანია, ის ადამიანი მიხვდეს, რა დააშავა, რისთვის სამართლდება და რისთვის ისჯება. დღესაც ვერ ვხვდები, რა უნდა ამ ორ დიდ, პატიოსან, სიმართლისმოყვარე პროკურორს ჩემგან, სხვათა შორის, ის ქალბატონი [პროკურორი] რომ არ არის, ეშხი დაკარგა ბრალდების მხარემ.

მე მოვიწვიე სახალხო კრება და პირველად საქართველოს ისტორიაში ჩავატარეთ ეროვნული კრება, რომელშიც არ მონაწილეობდა არცერთი პოლიტიკური პარტია. თუმცა, მონაწილეობდნენ სრულიად საქართველოს წარმომადგენლები, მათ შორის, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან. ეროვნულ კრებაზე ასობით ათასმა ადამიანმა ერთხმად მისცა ხმა დეკლარაციას, რომლის შინაარსსაც კარგად იცნობთ.

ჩემი აზრით და ალბათ, თქვენც დამეთანხმებით ბატონო მოსამართლევ, რომ ეს იყო ისტორიული და დროული შეკრება, სადაც მოქალაქეებმა აუცილებელი ცვლილებების სურვილი გამოხატეს.

მე არ მესმის ოპოზიციური პარტიების ისეთი მდუმარება 4 ოქტომბრის გარშემო, რომელსაც ისინი ახლა ავლენენ.

იმის ნაცვლად, რომ მუდმივად საუბრობდნენ ხალხის სურვილსა და მონდომებაზე, რომ ქვეყანა ევროპული გზით განვითარდეს, ისინი დუმან და "ქართულ ოცნებას" საშუალებას აძლევენ, რომ მთელი ყურადღება ეროვნული კრებიდან გადატანილი იქნას მოყანყალებულ, არავისთვის საჭირო რკინის ღობეზე. ამაში მას ეხმარება ვითომ ოპოზიციურო პარტია, რომელმაც მიიღო მონაწილეობა ე.წ. არჩევნებში და საკუთარი წარუმატებლობა და უსუურობა ეროვნულ კრებას დააბრალა.

ბატონო პოლიტიკოსებო, ქართველმა ხალხმა 4 ოქტომბერს მკაფიოდ და ხმამაღლა გამოაცხადა თავისი ნება და მის აღსრულებას ელოდება თქვენგან. იმის დასტური, რომ 4 ოქტომბერი იყო წარმატებული, არის ის, რომ მას შემდეგ დაშინებულმა "ქართულმა ოცნებამ" ტროტუარზე დომაც კი აგრძალა. ბატონო მოსამართლე, მე ძალიან ვამაყობ ამ დღით, იქ მდგომი ადამიანებით და ველოდები სასამართლოსგან განმარტებას, თუ რა დააშავა ქართველმა ხალხმა და

პირადად მე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, 4 ოქტომბრის ეროვნული კრების ორგანიზატორები ვართ ორნი - მე და "ქართული ოცნება". და რომ არა "ქართული ოცნება", მე ნამდვილად ვერ შევძლებდი და არც იქნებოდა საჭირო 4 ოქტომბრის კრების ჩატარებას", - განაცხადა ბურჭულაძემ.

ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა