მეფე ჩარლზი - უკრაინისა და მისი ყველაზე მამაცი ხალხის დასაცავად ურყევი გადაწყვეტილებაა საჭირო
უცხოელთა დასაქმების წესი შეიცვალა
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 84 პირი დააკავეს – შსს
სინოდმა სამი საპატრიარქო კანდიდატი გამოირჩია
საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს
ევროკავშირის საელჩო - უწყვეტი და მიზანმიმართული რიტორიკა ევროკავშირის წინააღმდეგ ძირს უთხრის საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვის დამაჯერებლობას
მიხეილ სააკაშვილი - თავის დამკვიდრება ჩემი დაკნინების ხარჯზე, არავის წარმატებას არ მოუტანს,
1-ელ მაისამდე გრილი და ზოგან ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება

საბა სხვიტარიძე - უკან ყურებით მომავალს ვერ ავაშენებთ, არავის აინტერესებს მხოლოდ წარსული, დღეს გვჭირდება აწმყო და მომავალი

26.04.2026 ნახვები: 254

დროა, „ქოცები“ მარტო დავტოვოთ სიძულვილის ენასთან ერთად. ჩვენ კი მეტი დიპლომატია გვმართებს, ზოგჯერ კი უბრალოდ თავშეკავებაც, ისეთი აზრებისგან, რომლებიც პროპაგანდას კვებავს და საბოლოოდ, ჩვენვე გვაზიანებს, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი, საბა სხვიტარიძე საპატიმროდან გავრცელებულ წერილში წერს, რომელიც მის სოციალურ ქსელში ვრცელდება.

როგორც ის აღნიშნავს, სიძულვილის ენა პროტესტს ანეიტრალებს და საერთო საქმეს აზიანებს.

მისი შეფასებით, უაზრო, არაფრის მომცემ გარჩევებს ეწირება საქართველოს მომავალი და ეს ეხება როგორც პოლიტიკოსებს, ისე საზოგადოებას.

,,ზიზღის ენა არის ის, რაც უკან გვხევს და პროტესტს ანეიტრალებს. არ არსებობს საკითხი, რომელმაც საზოგადოება ორად არ გაყო, საერთო მუსიკაც კი აღარ გვაერთიანებს. ამით პროპაგანდა იკვებება. ჩვენ კი, იმის ნაცვლად, რომ საპროტესტო მესიჯებს ერთხმად ვაჟღერებდეთ, გადავედით ერთმანეთის საქმეების გარჩევასა და შეურაცხყოფაზე. ამით მხოლოდ ვაზიანებთ ერთმანეთს და საერთო საქმეს. რაც ყველაზე მთავარია, ამ უაზრო და არაფრისმომცემ გარჩევებს ეწირება საქართველოს მომავალი. ეს ეხება როგორც პოლიტიკოსებს, ისე საზოგადოებას. მეტი დიპლომატიაა საჭირო, როგორც ერთმანეთის მიმართ, ასევე „ქართული ოცნების“ მიმართაც. ასევე, საჭიროა დიპლომატიის ენით საუბარი. ნუთუ ვერ ხვდებით, რომ ზიზღის ენა თავად „ქართული ოცნების“ დანერგილია? სწორედ მათ სურთ, რომ ამ ენაზე ვისაუბროთ. ერთმანეთის მიმართ ზიზღის ენის გამოყენება ყოვლად გაუმართლებელია. გუშინ ყველას ერთად გვირტყამდნენ, ერთმანეთის გადასარჩენად თავს საფრთხეში ვიგდებდით და დღეს ერთმანეთს ვლანძღავთ?! იმაზე სულელურს ვერაფერს ვიზამთ, როცა მტრის წინაშე ვდგავართ და ერთმანეთის კრიტიკით ვართ დაკავებული. არაფერს მოგვცემს დავა იმაზე, წინა არჩევნებზე ვინ რას ამბობდა, 14 წლის წინ რა ხდებოდა ან 20 წლის წინ ვინ რა გააკეთა. უკან ყურებით მომავალს ვერ ავაშენებთ. არავის აინტერესებს მხოლოდ წარსული — დღეს გვჭირდება აწმყო და მომავალი. იმის ნაცვლად, რომ ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოება აგიტატორებად იქცეს და საერთო მესიჯებს ავრცელებდეს, დროს ვკარგავთ უაზრო დაპირისპირებებში. ჩვენ კი დრო ცოტა გვაქვს. მხოლოდ ოპოზიციონერი ლიდერების სოფელ-სოფელ სიარულით ვერ შევაღწევთ ყველა ოჯახში, თითოეული ჩვენგანი უნდა გახდეს აგიტატორი და საკუთარ წრეში გაავრცელოს საპროტესტო მესიჯები. წარმოიდგინეთ — „ქოცების“ დათვლითაც კი მილიონამდე ამომრჩეველმა რომ ჩაატაროს აგიტაცია თავის გარემოში, რა მასშტაბზე გავა ჩვენი ხმა. ამის ნაცვლად, საჯაროდ ერთმანეთზე თავდასხმით ვართ დაკავებული, მერე კი გვიკვირს, რატომ ვარდება საზოგადოება ნიჰილიზმში. სანამ ამ ყველაფერს არ გავიაზრებთ, წლები გავა ერთმანეთთან დავაში. დროა, „ქოცები“ მარტო დავტოვოთ სიძულვილის ენასთან ერთად. ჩვენ კი მეტი დიპლომატია გვმართებს, ზოგჯერ კი უბრალოდ თავშეკავებაც, ისეთი აზრებისგან, რომლებიც პროპაგანდას კვებავს და საბოლოოდ ჩვენვე გვაზიანებს. „ზოგჯერ თქმა სჯობს არა-თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების“. თუ მე არა — რუსთაველს მაინც დაუჯერეთ“,-წერს საბა სხვიტარიძე „ფეისბუქზე“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა