კახეთში შვილმა მამა მოკლა და ცხედარი ეზოში დამარხა — ბრალდებული დაკავებულია
საგარეო უწყება: ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქცირებულთა სიაში შეყვანას ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ აქვს
უკრაინული მედია: „ფლამინგოს“ რაკეტებმა კიროვში სამხედრო ქარხანა დააზიანა
Flamingo missiles strike sanctioned factory in Kirov, 1,200 kilometers from Ukrainian border
War update: 233 combat engagements on frontline over past day, Pokrovsk sector remains most active
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,410 over past day
Wildberries warehouses on fire in St. Petersburg after drone attack — social media
Zelensky to meet Trump next week — media

ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში შეხვედრებზე - პოლიტიკის დაუწერელი კანონია, რომ მტერსაც და მოყვარესაც ესაუბრო

ნახვები: 313 ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში შეხვედრებზე - პოლიტიკის დაუწერელი კანონია, რომ მტერსაც და მოყვარესაც ესაუბრო

ეს არის პოლიტიკის დაუწერელი კანონი: მტერსაც და მოყვარესაც უნდა ესაუბრო - გუშინ, წარმოდგენილი 50-მდე ლიდერი და ნახევარზე მეტთან მქონდა გასაუბრება სხვადასხვა თემაზე,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „პოლიტიკაში არ შეიძლება ადამიანს გადაემტერო მაშინაც კი, როდესაც მტრულად გექცევა“.

„შენ უნდა იყო ორიენტირებული შენი ქვეყნის ინტერების დაცვაზე, მაქსიმალურად პრაგმატული, დიპლომატიური უნდა იყო. ამის გამოხატულებაა ჩვენი განწყობა და დამოკიდებულება, მათ შორის, რაც ფიქსირდება შესაბამის შეხვედრებზე. ყველას უნდა ესაუბრო, ეს არის პოლიტიკის დაუწერელი კანონი, მტერსაც და მოყვარესაც უნდა ესაუბრო. გუშინ, იქ იყო წარმოდგენილი 50-მდე ლიდერი და ნახევარზე მეტთან მქონდა გასაუბრება სხვადასხვა თემაზე. შეგიძლიათ გადათვალოთ მათემატიკურად, თუ 50 ლიდერი იყო, მინიმუმ 25 ლიდერზე მეტთან საუბარი მქონდა“,- აღნიშნავს პრემიერი.

ამასთან, პრემიერმა განმარტა, რომ წინასწარ შეთანხმებული შეხვედრები იყო მხოლოდ ორ ლიდერთან და ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა და უკრაინის პრეზიდენტმა შეხვედრა თავად მოითხოვეს.

„წინასწარ შეთანხმებული შეხვედრები იყო მხოლოდ ორ ლიდერთან. ამ ფორმატში არის გასაუბრება მიღების დროს, შესვენების დროს. ეს არის ფორმატი, რა ფორმატშიც წარიმართება დისკუსიები. ალენ ბერსემ თავად მოითხოვა შეხვედრა, ზელენსკიმაც. გამოყოფილი დრო, „ფანჯარა“ 1 საათია. ისე წარიმართება შეხვედრები, 1 საათიც იკვეცება 30-40 წთ-მდე. ორი შეხვედრა ისედაც იყო წინასწარ შეთანხმებული. ასეთ პირობებში, ფიზიკურადაც ვერ შეხვდები ვერავის, როდესაც 2 წინასწარ დაგეგმილია. ის მცირე დროც გაძლევს საშუალებას 25-20 ადამიანს გაესაუბრო სხვადასხვა თემაზე,

რადგან დახურული ფორმატია, არ შეიძლება საუბარი: „ამას ვესაუბრე“, „იმას ვესაუბრე“, კოშტას შევხდი, პედრო სანჩესს შევხვდი“, ამას შევხვდი, იმას შევხვდი“,- აღნიშნავს პრემიერი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა