კახეთში შვილმა მამა მოკლა და ცხედარი ეზოში დამარხა — ბრალდებული დაკავებულია
საგარეო უწყება: ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქცირებულთა სიაში შეყვანას ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ აქვს
უკრაინული მედია: „ფლამინგოს“ რაკეტებმა კიროვში სამხედრო ქარხანა დააზიანა
Flamingo missiles strike sanctioned factory in Kirov, 1,200 kilometers from Ukrainian border
War update: 233 combat engagements on frontline over past day, Pokrovsk sector remains most active
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,410 over past day
Wildberries warehouses on fire in St. Petersburg after drone attack — social media
Zelensky to meet Trump next week — media

ბოლო ერთ კვირაში საწვავის ფასი კიდევ 10-დან 30 თეთრამდე გაიზარდა

ნახვები: 335 ბოლო ერთ კვირაში საწვავის ფასი კიდევ 10-დან 30 თეთრამდე გაიზარდა

საქართველოში, საწვავი ისევ გაძვირდა. კერძოდ, ზოგიერთ ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურზე სხვადასხვა ტიპის საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში, დამატებით კიდევ 10-დან 30 თეთრამდე გაიზარდა.

როგორც BPN-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში საწვავის ღირებულებამ 47 თეთრიდან 1.24 ლარამდე მოიმატა.

რაც შეეხება სხვადასხვა ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურზე არსებულ ფასებს: Gulf -ში ბოლო ერთ კვირაში საწვავის ფასი გაიზარდა 10-დან 30 თეთრამდე; 7 მარტიდან ზრდაა 66-თეთრიდან 1.24 ლარამდე. კერძოდ: G-Force სუპერის ფასი 4.19 ლარი-ია, (3.53 ლარი იყო), 7 მარტიდან გაიზარდა 66 თეთრით; G-Force პრემიუმი - 3.79 ლარი ღირს ( 3.07 ლარი იყო), 7 მარტიდან ზრდა 72 თეთრი; G-Force ევრო რეგულარი - 3.65 ლარია (2.97 ლარი იყო), 7 მარტიდან გაიზარდა 68 თეთრით; ევრო რეგულარი - 3.63 ლარი (2.92 ლარი იყო), 7 მარტიდან გაიზარდა 71 თეთრით; G-Force ევრო დიზელი - 4.37 (3.13 ლარი იყო), 7 მარტიდან გაიზარდა 1.24 ლარით; ევრო დიზელი - 4.27ლარი ( 3.35ლარი იყო), 7 მარტიდან გაიზარდა 92 თეთრით.

Wissol -ში ბოლო ერთ კვირაში გაიზარდა 10-დან 17 თეთრამდე; 7 მარტიდან ზრდა 64 თეთრიდან 1.16 ლარამდე. კერძოდ: ეკო სუპერი - 4.18 ლარი ღირს ( 3.54 ლარი იყო), 7 მარტიდან გაიზარდა 64 თეთრით; ეკო პრემიუმი - 3.78 ლარი (3.12 ლარი იყო), 7 მარტიდან გაიზარდა 66 თეთრით; ეკო დიზელი - 4.39 ლარი (3.23 ლარი იყო), 7 მარტიდან გაიზარდა 1.16 ლარით; ევრო დიზელი - 4.34 ლარი (3.18 ლარი იყო), 7 მარტიდან გაიზარდა 1.16 ლარი. ევრო რეგულარი -3.63 ლარი ( 2.97 ლარი იყო), 7 მარტიდან გაიზარდა 66 თეთრით.

Socar-ში ბოლო ერთ კვირაში გაიზარდა 10-დან 22-თეთრამდე, 7 მარტიდან ზრდა 47 თეთრიდან 1.16 ლარამდე. ნანო სუპერი - 4.02 ლარი ღირს (3.55 ლარი იყო), 7 მარტიდან გაიზარდა 47 თეთრით; ნანო პრემიუმი -3.65 ლარი ( 3.11 ლარი იყო), 7 მარტიდან გაიზარდა 54 თეთრით; ნანო ევრო რეგულარი - 3.49 ლარი ( 2.95 ლარი იყო), 7 მარტიდან გაიზარდა 54 თეთრით; ევრო 5 დიზელი - 4.14 ლარი (2.99 ლარი იყო), 7 მარტიდან გაიზარდა 1.15 ლარით; ნანო ევრო 5 დიზელი - 4.24 (3.08 ლარი იყო), 7 მარტიდან გაიზარდა 1.16 ლარით.

Rompetrol-ში ბოლო 1 კვირაში გაიზარდა 16-დან 23 თეთრამდე - 7 მარტიდან ზრდა 55 თეთრიდან 1.17 ლარამდე. კერძოდ: Efix სუპერი - 4.22 ლარი ღირს (3.59 ლარი იყო), 7 მარტიდან გაიზარდა 63 თეთრით; Efix ევრო პრემიუმი - 3.78 ლარი (3.15 ლარი იყო), 7 მარტიდან გაიზარდა 63 თეთრით; ევრო რეგულარი - 3.59 ლარი (3.04 ლარი იყო), 7 მარტიდან გაიზარდა 55 თეთრით; Efix ევრო დიზელი - 4.32 ლარი (3.15 ლარი იყო), 7 მარტიდან გაიზარდა 1.17 ლარით; ევრო დიზელი - 4.27 (3.10 ლარი იყო), 7 მარტიდან გაიზარდა 1.17 ლარით.

Portal -ში ბოლო 1 კვირაში გაიზარდა 10 თეთრით - 7 მარტიდან ზრდა 55-თეთრიდან 1.10 ლარამდე. კერძოდ: სუპერი -3.59 ლარი ღირს ( 2.99 ლარი იყო), 7 მარტიდან გაიზარდა 60 თეთრით; პრემიუმი - 3.49 ლარი (2.94 ლარი იყო), 7 მარტიდან გაიზარდა 55 თეთრით; ევრო რეგულარი - 3.29 ლარი (2.74 ლარი იყო), 7 მარტიდან გაიზარდა 55 თეთრით; ევრო დიზელი - 4.09 ლარი ( 2.99 ლარი იყო), 7 მარტიდან გაიზარდა 1.10 ლარით; ეფექტური დიზელი - 3.79 ლარი ( 2.84 ლარი იყო), 7 მარტიდან გაიზარდა 95 თეთრით.

შეგახსენებთ, რომ 28 თებერვლიდან, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების გამო, ჰორმუზის სრუტის გავლით გადაზიდვები შეფერხებულია. ეს მაშინ, როდესაც მსოფლიო ნავთობის მარაგების დაახლოებით მეხუთედი, ბაზარს სწორედ, ჰორმუზის სრუტით მიეწოდება. ანალიტიკოსების შეფასებით, მაშინაც კი, თუ ჰორმუზის სრუტე სრულად გაიხსნება, ნავთობის მიწოდების ჯაჭვების ნორმალიზებას შესაძლოა, თვეები დასჭირდეს, რაც გლობალურ ენერგეტიკულ ბაზრებზე ფასების ზრდაზე ზეწოლას შეინარჩუნებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა