ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ – სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციისთვის შექმნილი მდინარაძის ახალი თანამდებობა კანონიერების პრინციპს და კონსტიტუციას ეწინააღმდეგება

ნახვები: 356 „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ – სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციისთვის შექმნილი მდინარაძის ახალი თანამდებობა კანონიერების პრინციპს და კონსტიტუციას ეწინააღმდეგება

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა შეიქმნა, კანონიერების პრინციპთან შეუსაბამოა და ხელისუფლების დანაწილების კონსტიტუციურ პრინციპს არსებითად ეწინააღმდეგება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ შეფასებით, ცვლილებები აჩენს ძალაუფლების კონცენტრაციის მაღალ რისკს და კითხვებს სასამართლო ხელისუფლების, პროკურატურისა და აუდიტის სამსახურის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით.

„ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ ინიციირებული და პარლამენტის მიერ უკვე მიღებული კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ, რომლითაც სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა იქმნება, კანონიერების პრინციპთან შეუსაბამოა. მეტიც, იგი არსებითად ეწინააღმდეგება ხელისუფლების დანაწილების კონსტიტუციურ პრინციპს.

კანონში განცხადებულია, რომ მთავრობის შემადგენლობაში იქნება საქართველოს სახელმწიფო მინისტრი სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში. მისი საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკურ და ორგანიზაციულ უზრუნველყოფას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია განახორციელებს. სახელმწიფო მინისტრი უფლებამოსილება საქართველოს მთავრობის მიერ განისაზღვრება.

ზემოთ მითითებული საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე 2026 წლის 30 აპრილს მთავრობამ გამოსცა დადგენილება N175, რომლითაც სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის უფლებამოსილებები დაადგინა.

კერძოდ, დადგენილების თანახმად, თანამდებობა შექმნილია შემდეგი მიზნებით: სამართალდამცავ ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება; ერთობლივი ოპერაციების დაგეგმვის ხელშეწყობა; ინფორმაციის გაცვლის სტანდარტების დანერგვა; მათი საქმიანობის ეფექტიანობის შეფასება და პრობლემური მიმართულებების იდენტიფიცირება; “კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებში”, საქართველოს მთავრობის საქართველოს პროკურატურასთან, სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და სასამართლო ხელისუფლებასთან კოორდინაცია/კომუნიკაცია.

იმავე დადგენილების თანახმად, სახელმწიფო მინისტრი, სხვა უფლებამოსილებებთან ერთად, ახორციელებს შემდეგ უფლებამოსილებებს: - ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საქმიანობის საერთო კოორდინაციას; კოორდინაციას უწევს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საქმიანობას ეროვნული უსაფრთხოების სფეროში არსებული მდგომარეობის, შიდა და საგარეო საფრთხეებისა და გამოწვევების იდენტიფიცირების, შეფასების, ანალიზისა და პროგნოზირების მიზნით. საქართველოს მთავრობის სახელით, ახორციელებს კომუნიკაციას სასამართლო ხელისუფლებასთან, საქართველოს პროკურატურასა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან.

დანაშაულთან ბრძოლის კუთხით სამართალდამცავი ორგანოების მაკოორდინირებელი ორგანო საქართველოში უკვე არსებობს: - ეს არის საქართველოს პროკურატურა. “„პროკურატურის შესახებ“ ორგანული კანონის თანახმად, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, სამართალდამცავი ორგანოების ურთიერთშეთანხმებულ საქმიანობას დანაშაულის გამოვლენის, გამოძიების, გახსნის, აღკვეთისა და თავიდან აცილების, დანაშაულის პრევენციის, კრიმინოგენური ვითარების გაუმჯობესების, დანაშაულის მიზეზებისა და ხელშემწყობი პირობების აღმოფხვრის მიზნით კოორდინაციას უწევს საქართველოს პროკურატურა.

“პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ზემოთ მითითებული დებულებებიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ მთავრობის ინიციატივით შექმნილი ახალი სახელმწიფო უწყება ნაწილობრივ იმ ფუნქციების დუბლირებას განახორციელებს, რომლებიც პროკურატურას გააჩნია.

შესაბამისად, საქართველოში დადგენილი ნორმატიული აქტების იერარქიიდან გამომდინარე, საკანონმდებლო ცვლილებები წინააღმდეგობაშია ჩვეულებრივ კანონზე უფრო მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფი ორგანული კანონის დებულებებთან.

საკანონმდებლო ცვლილებები სხვა მხრივაც არის წინააღმდეგობაში კანონიერების პრინციპთან - უწყებები, რომელთა “საერთო კოორდინაციისა” და “უსაფრთხოების სფეროში კოორდინაციის” მიზნით შეიქმნა ახალი სახელმწიფო უწყება, მოქმედი კანონმდებლობით სხვადასხვა ფუნქციებს ასრულებენ:

შინაგან საქმეთა სამინისტროს ამოცანაა დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევების შესაძლო საფრთხის თავიდან აცილებისა და აღკვეთის პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელება, მათი გამოვლენა, გამოძიება, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და სხვ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ამოცანებია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და სამხედრო პოტენციალის უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურებისა და ცალკეულ პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედებებისაგან დაცვა; ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ტერორიზმთან ბრძოლა; ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის და საერთაშორისო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და სხვ.“,- ნათქვამია შეფასებაში.

სრულად შეგიძლიათ იხილოთ აქ:

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა