კახეთში შვილმა მამა მოკლა და ცხედარი ეზოში დამარხა — ბრალდებული დაკავებულია
საგარეო უწყება: ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქცირებულთა სიაში შეყვანას ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ აქვს
უკრაინული მედია: „ფლამინგოს“ რაკეტებმა კიროვში სამხედრო ქარხანა დააზიანა
Flamingo missiles strike sanctioned factory in Kirov, 1,200 kilometers from Ukrainian border
War update: 233 combat engagements on frontline over past day, Pokrovsk sector remains most active
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,410 over past day
Wildberries warehouses on fire in St. Petersburg after drone attack — social media
Zelensky to meet Trump next week — media

ბადრი ჯაფარიძე - სონატა კოლტერთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმ მნიშვნელობაზე, რომელიც აქვს აშშ-ს საქართველოს უსაფრთხოებისთვის და ეკონომიკური განვითარებისთვის

ნახვები: 333 ბადრი ჯაფარიძე - სონატა კოლტერთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმ მნიშვნელობაზე, რომელიც აქვს აშშ-ს საქართველოს უსაფრთხოებისთვის და ეკონომიკური განვითარებისთვის

შეერთებული შტატების ჩართულობა უმნიშვნელოვანეს ინფრასტრუქტურულ პროექტებში საქართველოში, მათ შორის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის მიმართულებით არის ასევე საქართველოსთვის უსაფრთხოების თემა, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, სონატა კოლტერთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, აშშ საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სრულად არის ინფორმირებული.

„ჩვენ ვისაუბრეთ იმ მნიშვნელობაზე, რომელიც აქვს შეერთებულ შტატებს საქართველოსთვის, მისი უსაფრთხოებისთვის, მისი ეკონომიკური განვითარებისთვის. შეერთებული შტატების ღრმა ჩართულობა რეგიონში არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. შესაბამისად, ჩვენ მხარს ვუჭერთ იმ მცდელობებს, რომელსაც ვხედავთ შეერთებული შტატების მხრიდან რომ იყოს უფრო მეტად ჩართული. მათ შორის, უმნიშვნელოვანეს ეკონომიკურ პროექტებში, რომელიც რეგიონში მიმდინარეობს. საქართველოსთვის ეს არის მნიშვნელოვანი. ჩვენ ამას სრულად მხარს ვუჭერთ. იმიტომ, რომ შეერთებული შტატების ჩართულობა უმნიშვნელოვანეს ინფრასტრუქტურულ პროექტებში საქართველოში, მათ შორის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის მიმართულებით არის საქართველოსთვის ასევე უსაფრთხოების თემა. ამაზე ვისაუბრეთ და იმაზე, რომ აუცილებელია კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა იმისთვის, რომ შეერთებული შტატები ასრულებდეს იმ უმნიშვნელოვანეს როლს საქართველოში, რასაც ასრულდება ისტორიულად დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე როგორც საქართველოს უსაფრთხოების და ეკონომიკური განვითარების უმნიშვნელოვანესი ფაქტორი. ამასთან, აშშ არის ინფორმირებული ყველაფერზე, რაც ხდება საქართველოში“,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა