პროკურატურა ბურჭულაძესა და მხეიძესთან საპროცესო შეთანხმებას აფორმებს — საქმე ღარიბაშვილისთვის 750 ათასი ლარის ქრთამის გადაცემას ეხება
უნგრეთმა 10 რუსი დიპლომატი გააძევა — მოსკოვი „მკაცრი და მტკივნეული“ პასუხით იმუქრება
ფარცხალაძე: რუსეთში მოხალისეთა ქვედანაყოფი „გეორგიევსკი“ ჩამოვაყალიბეთ — უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მხარეს ვიბრძოლებ
ღარიბაშვილი ხელისუფლებას: „ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით — ეს სამართლებრივი პროცესი კი არა, პოლიტიკური დევნაა“
გვარამია: „40 მილიონი“ შეთხზული ტყუილია — ენმ და „გირჩი“ ჩვენს წინააღმდეგ კოორდინირებულ კამპანიას აწარმოებენ
თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — პროექტის ღირებულება 287.6 მლნ ლარია
კობახიძე ღარიბაშვილის წერილზე: სასაცილოცაა და ტრაგიკულიც — ყოფილი პრემიერი „შავ-ბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე“ დავიდა
„გირჩი“ სახელს იცვლის და „თავისუფალი ხალხის პარტია“ ხდება

პეტერ მადიარმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დაიკავა

ნახვები: 347 პეტერ მადიარმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დაიკავა

პეტერ მადიარმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დაიკავა, - ინფორმაციას უნგრული მედია ავრცელებს.

უნგრეთის ახალმა პარლამენტმა საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტია „ტისას“ ლიდერი, პეტერ მადიარი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დაამტკიცა.

პეტერ მადიარს მხარი 140-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 54-მა ხმა მის წინააღმდეგ მისცა.

მანამდე, უნგრელმა დეპუტატებმა პარლამენტის თავმჯდომარედ აგნეშ ფორსტოფერი აირჩიეს.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა უნგრეთის პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდა.

„მოვუწოდებ იმ ინსტიტუტების ლიდერებს, რომლებიც წინა სისტემის პოლიტიკური მსახურები იყვნენ, გამოიჩინონ გამბედაობა და 31 მაისამდე თანამდებობებიდან საკუთარი ნებით გადადგნენ. დაე, ეს ტომაშ შუიოკმა დაიწყოს!“, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა პარლამენტში ფიცის დადების შემდეგ სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, პარტია „ტისას“ მთავრობა ყველა უნგრელის მთავრობა იქნება.„სამშობლო არა პრივილეგია, არამედ საერთო სახლია და სახელმწიფომ თითოეული ადამიანის მიმართ თანაბარი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს“, - აღნიშნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.

უნგრეთის პარლამენტის ახალი თავმჯდომარის ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილების თანახმად, პარლამენტის შენობაზე 2014 წლის შემდეგ პირველად, ევროკავშირის დროშა დააბრუნეს.

უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი პარლამენტის სხდომას არ დაესწრო.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა