საგარეო უწყება: ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქცირებულთა სიაში შეყვანას ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ აქვს
უკრაინული მედია: „ფლამინგოს“ რაკეტებმა კიროვში სამხედრო ქარხანა დააზიანა
Flamingo missiles strike sanctioned factory in Kirov, 1,200 kilometers from Ukrainian border
War update: 233 combat engagements on frontline over past day, Pokrovsk sector remains most active
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,410 over past day
Wildberries warehouses on fire in St. Petersburg after drone attack — social media
Zelensky to meet Trump next week — media
Drones attack Wildberries warehouse in occupied Simferopol — social media

მზია ამაღლობელი - მთელი ეს პროცესი რაღაც რიტუალს ჰგავს, სასამართლო ინსტიტუტის ცოცხლად დამარხვას დაემსგავსა

ნახვები: 348 მზია ამაღლობელი - მთელი ეს პროცესი რაღაც რიტუალს ჰგავს, სასამართლო ინსტიტუტის ცოცხლად დამარხვას დაემსგავსა

მთელი ეს პროცესი რაღაც რიტუალს ჰგავს, სასამართლო ინსტიტუტის ცოცხლად დამარხვას დაემსგავსა, - ასე მიმართა გამოცემა­ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა მზია ამაღლობელმა მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძეს.

მზია ამაღლობელმა 2025 წლის 11 იანვარს აჭარის პოლიციის სამმართველოსთან განვითარებული მოვლენები გაიხსენა და აღნიშნა, რომ პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი გრიგოლ ბესელია, საქმეში მისი სახელის მიჩქმალვას ცდილობდა. მისი თქმით, გრიგოლ ბესელია თანამშრომლებს აიძულებდა, რომ გაყალბებული ოქმები და პატაკები შეედგინათ.

„დარბაზში მყოფებს მადლობა, არასდროს მტოვებთ მარტო, ვიცი თქვენი ყოველდღიურობა სავსეა საქმეებით, მადლობა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას. მჯერა, რომ დარბაზში მსხდომი აუდიტორია და საია-ს მსგავსი ორგანიზაციები იქნება ქვეყანაში…

ბატონო მოსამართლევ, გავეცანი თქვენგან შემოსულ დადგენილებას, როდესაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დააბრუნა, ამ საქმეზე თქვენ აცილება არ გაგიკეთებიათ, არც ჩვენ არ გავაკეთეთ აცილება. სულ ერთია ბატონო მოსამართლევ, მთელი ეს პროცესები რაღაც რიტუალს დაემსგავსა, სასამართლო ინსტიტუტის ცოცხლად დამარხვას დაემსგავსა.

წარმოიდგინეთ ამ საქმით შეგიძლიათ ნახოთ: როგორ გააყალბოთ ფაქტი და არარეალობა შექმნა.

2025 წლის 11 იანვარს პოლიციის შენობასთან სრულიად მშვიდ გარემოში ჩემი მხრიდან არ ყოფილა მოწოდებები, პოლიციის შესასვლელთან გალავანზე სოლიდარობის სტიკერი გავაკარი, სადაც 9 ადამიანი დააკავეს, ამ დაკავების დროს იქ არ ვყოფილვარ.

ციალა ქათამიძე ასფალტზე სტიკერის გამო დააკავეს, ამ დროს ოფისში ვმუშაობდი და ეგრევე იურისტთან წავედი, მასთან ერთად შემთხვევის ადგილზე მივედი, იქ მისულმა გავიგე ციალას შემდეგ 7 მოქალაქე დაუკავებიათ, დეტალებში არ შევალ, უბრალოდ გავამახვილებ ყურადღებას.

აქ საქმე ეხება დაკავების კანონიერებას, ძალიან მნიშვნელოვანია ვინ დამაკავა?! მე დამაკავა გრიგოლ ბესელიამ, მომკიდა ხელი და იმ ჭიშკარში თავისუფალი შესვლა არ ყოფილა, ეს არ ყოფილა ამოცნობის გამო შეყვანა, არანაირი კომუნიკაციაში არავინ არ შემოსულა, სანამ არ ამიყვანეს პოლიციის სამმართველოს შენობის მესამე სართულზე ერთ - ერთ ოთახში.

მთელი ეს სიყალბე გამოდის, რომ პირმა რომელმაც დამაკავა რეგიონის პოლიციის პირველი პირი იყო,(გრიგოლ ბესელია)…

მაკავებს სტიკერის გაკვრის გამო“, - განაცხადა ამაღლობელმა.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა