ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული კიდევ ერთი პირი „ადამიანის უფლებათა კავკასიური ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი ირაკლი ჩიხლაძეა
სუს-მა ჯაშუშობის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავა
მარიამ ზახაროვა - ევროკავშირის თავხედური მცდელობების მიუხედავად, საქართველომ მრავალვექტორული პოლიტიკა აირჩია
სუს-ის მიერ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული პირი გულბაათ რცხილაძეა
პაპუნა ლოცულაშვილისა და ლაშა აბისონაშვილის მიმართ ძალადობაში ბრალდებულ 6-ვე პოლიციელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
ჯეი დი ვენსი - ჯერ კიდევ გასარკვევია, მოაწერს თუ არა ხელს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან მიღწეულ წინასწარ შეთანხმებას
პაპუნა ლოცულაშვილის ადვოკატი - თავის ძლიერი ტკივილები ჰქონდა და სახლში წაუვიდა გული, რის შემდეგადაც გადაიყვანეს კლინიკაში
პაპუნა ლოცულაშვილის ძმა - ძალიან ცუდადაა, დასტრესილია, ისეთი სიტყვებით მიმართავდნენ, ყველაფერზე შეეხნენ, რაც შეიძლება ვაჟკაცს დაუშავო, ფიზიკურადაც, მორალურადაც - ერთი, რაც მაინტერესებს: ჩემს ძმას მოუხსნან ბრალეულობა

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე მილიონ ლარზე მეტი შეგროვდა

23.05.2026 ნახვები: 303

„დაიცავი ილიაუნის” ლაივ სტრიმის მეშვეობით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 000 000 ლარი შეგროვდა. აღნიშნულ მარათონს შეუერთდა რამდენიმე კომპანია, მათ შორის გამომცემლობები და უნივერსიტეტები.

"ერთი მილიონი! თანხა, რომელიც შეუძლებლად ჟღერს. თანხა, რომელიც ქართველმა ხალხმა სიყვარულით, ერთობით და სოლიდარობით შეაგროვა. ეს მილიონი ლარი ნიშნავს: სასუნთქ აპარატებს, ადაპტირებულ საწოლებს და ეტლებს, მედიკამენტებს, აუცილებელ ოპერაციებს და მასაჟებს და ყველაზე მთავარს - შანსს, რომ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებმა ყოველდღიური ბრძოლა გააგრძელონ. ეს მილიონი - ხალხის გამარჯვებაა", - ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

მარათონი ლაივ რეჟიმში კვლავ გრძელდება. ლაივი არ შეწყდება, ვიდრე დონაციები გაგრძელდება.

შეგროვებული თანხა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების ყოველდღიურ საჭიროებებს (სასუნთქი აპარატები და მათი მუდმივი მუშაობისთვს საჭირო გენერატორები, მედიკამენტები, ადაპტირებული საწოლები, ეტლები, სხვადასხვა ოპერაციები ხერხემალზე...) მოხმარდება.

„თბს: #GE20TB7881145068100026

საქართველო: #GE49BG0000000611756133

ქისა: www.kisa.ge“, - ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა