თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — პროექტის ღირებულება 287.6 მლნ ლარია
კობახიძე ღარიბაშვილის წერილზე: სასაცილოცაა და ტრაგიკულიც — ყოფილი პრემიერი „შავ-ბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე“ დავიდა
„გირჩი“ სახელს იცვლის და „თავისუფალი ხალხის პარტია“ ხდება
War update: 237 combat clashes on front lines in past 24 hours, 43 in Pokrovsk sector
Ukraine marks Military Intelligence Day
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,540 over past day
Kubilius says Putin himself is 'root cause' of war against Ukraine
Photo exhibition dedicated to rescuers’ courage amid war opens in Kyiv

მიხეილ სააკაშვილი - 26 მაისი ყველამ უნდა აღვნიშნოთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ცალკე ეპიზოდური აქცია

ნახვები: 308 მიხეილ სააკაშვილი - 26 მაისი ყველამ უნდა აღვნიშნოთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ცალკე ეპიზოდური აქცია

26 მაისის აქციაზეც, რომელსაც მე მხარს ვუჭერ, ჩემი აზრით, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ არა პარტიული ლოზუნგების, არამედ ჩვენი ხუთჯვრიანი ეროვნული დროშის გარშემო, რომელიც კიდევ ერთხელ უნდა გახდეს ჩვენი წინააღმდეგობის დროშა, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ავრცელებს.

მისი თქმით, სწორედ ამ დროშით ხელახლა უნდა აღდგეს საქართველოს სიძლიერე.

„ზოგი ხუთჯვრიან დროშას მიშას დროშას უწოდებს, თუმცა ეს არაა მართებული. სინამდვილეში ეს არის ჩვენი ისტორიული დავითიანი დროშა, რომელთან ერთადაც გავიმარჯვეთ ვარდების რევოლუციაში, შევქმენით ახალი ქართული სახელმწიფო, 2008 წელს შევაჩერეთ რუსეთი.

ამ დროში გაიცნო საქართველო თანამედროვე მსოფლიომ. ეს დროშა შეიყვარა ქართველმა ხალხმა და ამ დროშის დიქტატორს ისე ეშინია, როგორც ეშმაკს პირჯვრის გადაწერის.

სწორედ ამ დროშით ხელახლა უნდა აღვადგინოთ საქართველოს სიძლიერე, მოვაშოროთ რეჟიმი და გავათავისუფლოთ ჩვენი ტერიტორიები. ამ ქრისტიანული დროშით ბოლომდე უნდა დავმკვიდრდეთ ევროპაში.

26 მაისი ყველამ უნდა აღვნიშნოთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ცალკე ეპიზოდური აქცია, არამედ უნდა გადაიზარდოს თანმიმდევრულ საპროტესტო გაშლილ ფრონტში - საქართველოს გასათავისუფლებლად.

მხარს ვუჭერ ლევან ხაბეიშვილის მიმართვას, რომ დროშის გარშემო გაერთიანებულებმა უნდა გამოვიჩინოთ კიდევ მეტი გაბედულება და გადავიდეთ შეტევაზე.“- აცხადებს სააკაშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა