თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — პროექტის ღირებულება 287.6 მლნ ლარია
კობახიძე ღარიბაშვილის წერილზე: სასაცილოცაა და ტრაგიკულიც — ყოფილი პრემიერი „შავ-ბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე“ დავიდა
„გირჩი“ სახელს იცვლის და „თავისუფალი ხალხის პარტია“ ხდება
War update: 237 combat clashes on front lines in past 24 hours, 43 in Pokrovsk sector
Ukraine marks Military Intelligence Day
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,540 over past day
Kubilius says Putin himself is 'root cause' of war against Ukraine
Photo exhibition dedicated to rescuers’ courage amid war opens in Kyiv

გიორგი ვაშაძე - 26 მაისს ვიკრიბებით თსუ-თან, ყველაფერი იქნება მშვიდად და წყნარად

ნახვები: 308 გიორგი ვაშაძე - 26 მაისს ვიკრიბებით თსუ-თან, ყველაფერი იქნება მშვიდად და წყნარად

26 მაისს,19:00 საათზე, ვიკრიბებით თსუს-თან, ყველაფერი იქნება მშვიდად და წყნარად. არ ავყვებით „ქართულ ოცნებას“ ხაფანგში, რომლის დაგებაც უნდა. ეშინიათ, რომ ძალიან ბევრი ხალხი მოვა და უნდათ, რაღაც დაძაბონ. ჩვენ დაძაბულობის და ესკალაციის საშუალებას მათ არ მივცემთ , - ამის შესახებ „ოპოზიციური“ ალიანსის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ვაშაძის თქმით, „ქართული ოცნება“ სცენის დადგმის შესაძლებლობას არ აძლევს, შესაბამისად, ოპოიზიცია იფიქრებს ალტერნატივაზე, რომ „ქართულ ოცნებას“ სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვის შესაძლებლობა არ მისცეს.

ვაშაძის შეფასებით, „ქართული ოცნების“ ქმედებები „ოპოზიციური ალიანსის“ სწორი ტაქტიკის შედეგია და ჩანს, რომ „მთლიანად აშიშვლებენ რეჟიმს“.

“სცენის დადგმის პრობლემა რაშია? მითუმეტეს არც რუსთაველზე, არც მიმდებარე ტერიტორიაზე, „თავისუფლების“ აქეთ, არანაირი ღონისძიება არ არის დაგეგმილი, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ ამ საკითხს სახელმწიფოებრივად მივუდგებით, ეს არის დამოუკიდებლობის დღე, ერთიანობის დღე და ამ ერთიანობას აუცილებლად ყველა ერთად აღვნიშნავთ.

ჩვენ უნდა შეგვეტანა აპარატურა, სცენა რათა მიგვემართა ხალხისთვის, რომელიც ძალიან ბევრი მოვა რუსთაველზე. ახლა, უნდა ვიფიქროთ, როგორ გავაკეთოთ ეს ყველაფერი, რომ „ქართულ ოცნებას“ სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვის შესაძლებლობა არ მივცეთ, რომელიც ვიცით,რომ იქ რაღაც კორდონებს ჩააყენებს. ვიკრიბებით თსუ-სთან, ყველაფერი იქნება მშვიდად და წყნარად, არ ავყვებით „ქართულ ოცნებას“ იმ ხაფანგში, რომლის დაგებაც მას უნდა. ცარიელ რუსთაველზე, სადაც არავითარი ღონისძიება არ ტარდება მითუმეტეს საღამოს 19:00 საათზე, სამართლიანია თუ არა სცენისა და ხმის აპარატურის შეტანის შესაძლებლობას რომ აღარ გვაძლევენ? ამას აკეთებენ, ე.ი. ეშინიათ, რომ ძალიან ბევრი ხალხი მოვა და უნდათ,რომ რაღაც დაძაბონ. ჩვენ დაძაბულობის და ესკალაციის საშუალებას მათ არ მივცემთ. 26 მაისი ჩაივლის მშვიდობიანად, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“ , - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა