ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინს სიტყვა „ურას“ მკაფიოდ წარმოთქმაც კი აღარ შეუძლია

ნახვები: 332 ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინს სიტყვა „ურას“ მკაფიოდ წარმოთქმაც კი აღარ შეუძლია

პუტინს სიტყვა „ურას“ მკაფიოდ წარმოთქმაც კი აღარ შეუძლია - ბუტბუტებს და ენის ბორძიკით საუბრობს - თუმცა მაინც აგრძელებს თავისი რაკეტებით საცხოვრებელი შენობების განადგურებას, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე განხორციელებულ თავდასხმას.

მისი ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა სამი რაკეტა გაუშვეს წყალმომარაგების ობიექტის მიმართულებით, გადაწვეს ბაზარი, დააზიანეს ათობით საცხოვრებელი სახლი, სკოლა, გაუშვეს „ორეშნიკი“ ბილა-ცერკვას მიმართულებით.

„მნიშვნელოვანია, რომ ამან რუსეთისთვის შედეგების გარეშე არ ჩაიაროს. დღეს მსოფლიოში ყველა, ვინც დუმილს არ აირჩევს და უკრაინის დახმარებას გადაწყვეტს, სიცოცხლის დამცველია. კრიტიკულად მნიშვნელოვანია უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაზე მუშაობის გაგრძელება, განსაკუთრებით - ანტიბალისტიკური შესაძლებლობების მიმართულებით. ყველაფერს ვაკეთებთ მშვიდობის მისაღწევად და ადამიანების დასაცავად - ყველაფერს. მნიშვნელოვანია, რომ უკრაინა მარტო არ დარჩეს. საჭიროა გადაწყვეტილებები - შეერთებული შტატებისგან, ევროპისგან და სხვებისგან - რათა მოსკოვში ძველმა „ორეშნიკმა“ ბოლოს და ბოლოს სიტყვა „მშვიდობა“ წარმოთქვას“, - აცხადებს ზელენსკი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა