თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — პროექტის ღირებულება 287.6 მლნ ლარია
კობახიძე ღარიბაშვილის წერილზე: სასაცილოცაა და ტრაგიკულიც — ყოფილი პრემიერი „შავ-ბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე“ დავიდა
„გირჩი“ სახელს იცვლის და „თავისუფალი ხალხის პარტია“ ხდება
War update: 237 combat clashes on front lines in past 24 hours, 43 in Pokrovsk sector
Ukraine marks Military Intelligence Day
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,540 over past day
Kubilius says Putin himself is 'root cause' of war against Ukraine
Photo exhibition dedicated to rescuers’ courage amid war opens in Kyiv

დონალდ ტრამპი - თუ ირანთან შეთანხმებას დავდებ, ის წინა შეთანხმებისგან განსხვავებული იქნება

ნახვები: 283 დონალდ ტრამპი - თუ ირანთან შეთანხმებას დავდებ, ის წინა შეთანხმებისგან განსხვავებული იქნება

თუ ირანთან შეთანხმებას დავდებ, ის კარგი და სათანადო იქნება, არა ისეთი, როგორიც ობამას მიერ დადებული შეთანხმება იყო, რომელმაც ირანს უზარმაზარი ნაღდი ფული მისცა და ბირთვული იარაღისკენ მკაფიო და ღია გზა გაუხსნა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ში წერს.

მისი თქმით, შეთანხმება, რომელზეც მოლაპარაკებები მიმდინარეობს სრულიად საპირისპიროა იმ შეთანხმების, რომელიც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დროს გაფორმდა.

„ჩვენი შეთანხმება სრულიად საპირისპიროა, მაგრამ არავის უნახავს ის და არც არავინ იცის რა არის. ის ჯერ სრულად არც კი არის შეთანხმებული. ამიტომ ნუ მოუსმენთ ხელმოცარულებს, რომლებიც კრიტიკულად არიან განწყობილები იმის მიმართ, რის შესახებაც არაფერი იციან. ჩემი წინამორბედებისგან განსხვავებით, რომლებსაც ეს პრობლემა მრავალი წლის წინ უნდა გადაეჭრათ, მე ცუდ გარიგებებს არ ვდებ!“- აცხადებს ტრამპი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა