War update: 233 combat engagements on frontline over past day, Pokrovsk sector remains most active
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,410 over past day
Wildberries warehouses on fire in St. Petersburg after drone attack — social media
Zelensky to meet Trump next week — media
Drones attack Wildberries warehouse in occupied Simferopol — social media
US Senate adds Iran to sanctions bill on Russia
ISW: Kremlin setting conditions for mobilization, preparing for civil unrest
ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგა — მიმდინარეობს ავარიის მიზეზების დადგენა

აშშ-ის საელჩო საქართველოში - შეხვედრები ფოკუსირებული იქნება ორი ქვეყნის ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების გზაზე დაყენების საჭიროებებზე

ნახვები: 319 აშშ-ის საელჩო საქართველოში - შეხვედრები ფოკუსირებული იქნება ორი ქვეყნის ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების გზაზე დაყენების საჭიროებებზე

საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები ეწვივნენ.

ისინი საქართველოში გუშინ, 24 მაისს, ჩამოვიდნენ და ქვეყანაში 29 მაისამდე დარჩებიან.

როგორც საქართველოში აშშ-ის საელჩოში „ინტერპრესნიუსს“ განუმარტეს, ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები საქართველოს ხელისუფლების, პოლიტიკური პარტიების, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდებიან. შეხვედრა ასევე იგეგმება რელიგიურ ლიდერებთან.

„შეხვედრები ფოკუსირებული იქნება ორი ქვეყნის ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების გზაზე დაყენების საჭიროებებზე, ასევე ქართველი და ამერიკელი ხალხის კეთილდღეობის გაზრდაზე“, - ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში.

რაც შეეხება დელეგაციის შემადგენლობას, საქართველოში ვიზიტით იმყოფებიან სახელმწიფო მდივნის ოფისის წარმომადგენელი, სპეციალური თანაშემწე, ჩარლზ იოქი და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და აზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელი, პიტერ ანდრეოლი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა