ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე შეთანხმდა — კალასი: „პუტინს ყველაზე მტკივნეულ ადგილას ვარტყამთ“
კლინიკა: ვერაზე სროლის საქმეზე დაკავებულ ნიკა კაპანაძეს კლინიკაში შეყვანისას თითი ამპუტირებული ჰქონდა
თენგიზ აბლოთია - ქურდული მენტალიტეტი, ყოფითი აგრესია და ქვეყანა, რომელიც ავადაა
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმას ეხმაურება: „ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა იდიოტის ან პროვოკატორის საქციელია“
კლინიკა „ჰელსიკორი“: ვერაზე დაჭრილი ორი ახალგაზრდა ოპერაციის შემდეგ სტაბილურ მდგომარეობაშია
Freedom House ვახო სანაიას დაპატიმრებას ეხმაურება და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს
ვერაზე სროლის საქმეზე ერთი პირი დააკავეს — დაჭრილია ოთხი ადამიანი, მათ შორის გარდაიცვალა ერთი არასრულწლოვანი
Ukrainian border guards rescue 16 crew members after Russian drone hits foreign cargo ship in Black Sea

მიხეილ სააკაშვილი - დიქტატურის მცდელობა, დაენერგა ნიჰილიზმი, დაემკვიდრებინა საყოველთაო შიში, გუშინ ჩაფლავდა

ნახვები: 281 მიხეილ სააკაშვილი - დიქტატურის მცდელობა, დაენერგა ნიჰილიზმი, დაემკვიდრებინა საყოველთაო შიში, გუშინ ჩაფლავდა

რა თქმა უნდა, საჭიროა უკეთესი ორგანიზება, მეტი ბრძოლაც, თუმცა დიქტატურის მცდელობა, დაენერგა ნიჰილიზმი, დაემკვიდრებინა საყოველთაო შიში, გუშინ ჩაფლავდა - ასევე გუშინდელი დღე ჭკუის სასწავლებელი იყო იმ პოლიტიკოსებისთვის, ვინც პროტესტს ბოიკოტი გამოუცხადა,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ოპოზიციის ალიანსის“ მიერ გუშინ გამართულ აქციას ეხმაურება.

როგორც სააკაშვილი წერს, არსებული მუხტი „არ უნდა გავაციოთ, პირიქით უნდა გავაძლიეროთ და წინააღმდეგობის მოძრაობა უნდა მოედოს მთელ ქვეყანას“.

„გუშინდელმა ძალიან მრავალრიცხოვანმა აქციამ, რომელშიც ხალხმა მიიღო მონაწილეობა, საქართველოს დამოუკიდებლობის და ქართველების თავისუფლების დასაცავად ახალი სუნთქვა გაუხსნა ჩვენს საერთო წინააღმდეგობის მოძრაობას.

რა თქმა უნდა, საჭიროა უკეთესი ორგანიზება, მეტი ბრძოლაც, თუმცა დიქტატურის მცდელობა, დაენერგა ნიჰილიზმი, დაემკვიდრებინა საყოველთაო შიში, გუშინ ჩაფლავდა.

ასევე გუშინდელი დღე ჭკუის სასწავლებელი იყო იმ პოლიტიკოსებისთვის, ვინც პროტესტს ბოიკოტი გამოუცხადა.

დიდი მადლობ ყველას ვინც მოვიდა და ასევე ორგანიზატორებს და ინიციატორებს. ასევე დიდი მადლობა მათ, ვინც ჩემი და სხვა პოლიტპატიმრების სურათებით გამოვიდა და იმ გამომსვლელებს, ვინც პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვდნენ.

ჩვენ ვაჩვენეთ, რომ როცა ერთად ვართ, ბევრი ვართ. როცა ბევრი ვართ, ვერ გვერევიან. საქართველო ჯერ არ მომკვდარა, ის პირიქით ძალებს იკრებს და ისევ დადგება ფეხზე.

ოღონდ არსებული მუხტი არ უნდა გავაციოთ, პირიქით გავაძლიეროთ და წინააღმდეგობის მოძრაობა უნდა მოედოს მთელ ქვეყანას.

თუ გაბედულად ვიმოქმედებთ, აუცილებლად გავიმარჯვებთ!“ -წერს სააკაშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა