თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — პროექტის ღირებულება 287.6 მლნ ლარია
კობახიძე ღარიბაშვილის წერილზე: სასაცილოცაა და ტრაგიკულიც — ყოფილი პრემიერი „შავ-ბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე“ დავიდა
„გირჩი“ სახელს იცვლის და „თავისუფალი ხალხის პარტია“ ხდება
War update: 237 combat clashes on front lines in past 24 hours, 43 in Pokrovsk sector
Ukraine marks Military Intelligence Day
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,540 over past day
Kubilius says Putin himself is 'root cause' of war against Ukraine
Photo exhibition dedicated to rescuers’ courage amid war opens in Kyiv

პაპუნა ლოცულაშვილის ძმა - ძალიან ცუდადაა, დასტრესილია, ისეთი სიტყვებით მიმართავდნენ, ყველაფერზე შეეხნენ, რაც შეიძლება ვაჟკაცს დაუშავო, ფიზიკურადაც, მორალურადაც - ერთი, რაც მაინტერესებს: ჩემს ძმას მოუხსნან ბრალეულობა

ნახვები: 344 პაპუნა ლოცულაშვილის ძმა - ძალიან ცუდადაა, დასტრესილია, ისეთი სიტყვებით მიმართავდნენ, ყველაფერზე შეეხნენ, რაც შეიძლება ვაჟკაცს დაუშავო, ფიზიკურადაც, მორალურადაც - ერთი, რაც მაინტერესებს: ჩემს ძმას მოუხსნან ბრალეულობა

ძალიან ცუდადაა, დასტრესილია, ისეთი სიტუაცია შეექმნა ბიჭს და ისეთი სიტყვებით მიმართავდნენ, ყველაფერზე შეეხნენ, რაც შეიძლება ვაჟკაცს დაუშავო და სულში ჩააფურთხო, ის უქნეს, ფიზიკურადაც, სულიერადაც და მორალურადაც, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" პაპუნა ლოცულაშვილის ძმამ, გიგლა ლოცულაშვილმა განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, მისი ძმა მძიმე მდგომარეობაშია.

„ფსიქოლოგიურად ძალიან ცუდად არის, ფიზიკურადაც ცუდადაა, ნეკნი აქვს ჩამტვრეული, ტანზე ჩალურჯებები, დაბეჟილობები აქვს, მძიმედ არის. კარგად არ არის, რთულადაა. დაზიანებები რა თქმა უნდა, გარეგნულად აღენიშნება, სახე მთლიანად ჩალურჯებული აქვს, ხელები, ფეხები, კისერი, ხელი შეხვეული აქვს - მთელ ტანზე აქვს ნაჭდევები. ვიდეოში 30 კაცი ურტყამდა მგონი და 30 კაცი ერთ კაცს, დაბმულს რომ ურტყამს, ის კარგად როგორ იქნება? სახეში ურტყამდნენ ფეხებს გამეტებით! გამეტებული ჰყავდათ, მადლობა ღმერთს, რომ რაღაც არ მოუვიდა, შეიძლებოდა უარესი მომხდარიყო. თვითონ არაფერს ამბობს, ძალიან ცუდადაა, დასტრესილია, ისეთი სიტუაცია შეექმნა ბიჭს და ისეთი სიტყვებით მიმართავდნენ, ყველაფერზე შეეხნენ, რაც შეიძლება ვაჟკაცს დაუშავო და სულში ჩააფურთხო, ის უქნეს, ფიზიკურადაც, სულიერადაც და მორალურადაც.

იქ მე არ ვყოფილვარ, რაც ვიცი, გადამოწმების მიზნით გააჩერეს, მერე აგრესიულად წავიდა მიმართვები, აგინებდნენ, თან ურტყამდნენ“, - აცხადებს ლოცულაშვილი.

კითხვაზე, საკმარისია თუ არა 6 პოლიციელის დაკავება, ის ასე პასუხობს:

„შესაბამისი სამსახურები გაარკვევენ, პროკურატურა იძიებს საქმეს და პროკურატურამ უნდა დაადგინოს, რამდენი პირია დასაკავებელი და დასასჯელი ამ ამბავზე. ერთი რაც მაინტერესებს, ჩემს ძმას მოუხსნან ბრალეულობა. რაში სდებენ ბრალს? გამოუშვეს ბრალდებულის სტატუსით და რაშია ბრალდებული ჩემი ძმა, ვერ ვხვდები",- განაცხადა ლოცულაშვილმა.

ცნობისთვის, გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში სამართალდამცავები ორ პირს - პაპუნა ლოცულაშვილსა და მის მეგობარს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მომხდართან დაკავშირებით, დაკავებულია 6 სამართალდამცავი. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინებათ, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, ჩადენილს ძალადობით. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამასთან, გამოძიება დაწყებულია პაპუნა ლოცულაშვილის მიმართაც სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით, რაც პოლიციელის მიმართ განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა