ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე შეთანხმდა — კალასი: „პუტინს ყველაზე მტკივნეულ ადგილას ვარტყამთ“
კლინიკა: ვერაზე სროლის საქმეზე დაკავებულ ნიკა კაპანაძეს კლინიკაში შეყვანისას თითი ამპუტირებული ჰქონდა
თენგიზ აბლოთია - ქურდული მენტალიტეტი, ყოფითი აგრესია და ქვეყანა, რომელიც ავადაა
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმას ეხმაურება: „ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა იდიოტის ან პროვოკატორის საქციელია“
კლინიკა „ჰელსიკორი“: ვერაზე დაჭრილი ორი ახალგაზრდა ოპერაციის შემდეგ სტაბილურ მდგომარეობაშია
Freedom House ვახო სანაიას დაპატიმრებას ეხმაურება და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს
ვერაზე სროლის საქმეზე ერთი პირი დააკავეს — დაჭრილია ოთხი ადამიანი, მათ შორის გარდაიცვალა ერთი არასრულწლოვანი
Ukrainian border guards rescue 16 crew members after Russian drone hits foreign cargo ship in Black Sea

ჯეი დი ვენსი - ჯერ კიდევ გასარკვევია, მოაწერს თუ არა ხელს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან მიღწეულ წინასწარ შეთანხმებას

ნახვები: 280 ჯეი დი ვენსი - ჯერ კიდევ გასარკვევია, მოაწერს თუ არა ხელს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან მიღწეულ წინასწარ შეთანხმებას

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის განმარტებით, ჯერ კიდევ გასარკვევია, მოაწერს თუ არა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხელს ირანთან შეთანხმების წინასწარ მემორანდუმს, რადგან მხარეები კვლავ აწარმოებენ მოლაპარაკებებს „რამდენიმე ფორმულირების საკითხზე“.

„ვფიქრობ, რთულია ზუსტად თქმა, როდის ან საერთოდ მოაწერს თუ არა პრეზიდენტი ხელს ურთიერთგაგების მემორანდუმს. „რამდენიმე ფორმულირებაზე ჯერ კიდევ შეთანხმების პროცესში ვართ,“ - განუცხადა ვენსმა ჟურნალისტებს.

მისი განმარტებით, ირანის ბირთვულ პროგრამასა და გამდიდრებულ ურანთან დაკავშირებული რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი კვლავ დაუზუსტებელი და განხილვის პროცესში რჩება.

„იმედი გვაქვს, პროგრესს გავაგრძელებთ და პრეზიდენტი შეთანხმებას მხარ დაუჭერს, თუმცა, ცხადია, ეს ჯერ კიდევ გასარკვევია,“ - განაცხადა ჯეი დი ვენსმა.

მისივე თქმით, ჯერ ვერ ამბობს დაზუსტებით, რომ ასეთი შეთანხმების მიღწევა აუცილებლად მოხდება.

„მივალთ იმ ეტაპამდე, როდესაც შესაძლოა დავსხდეთ და ეს საკითხები საბოლოოდ მოვაგვაროთ, თუმცა ამისთვის კიდევ ცოტა მეტი პროგრესია საჭირო. ვერ დავადასტურებ, რომ აუცილებლად მივაღწევთ ამას, მაგრამ ამ ეტაპზე საკმაოდ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი,“ - განაცხადა ვიცე-პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, მანამდე, აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის მოლაპარაკებების შედეგად მიღწეულია წინასწარი შეთანხმება, თუმცა შეთანხმებისთვის ხელი ჯერჯერობით არ მოუწერია აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა