თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — პროექტის ღირებულება 287.6 მლნ ლარია
კობახიძე ღარიბაშვილის წერილზე: სასაცილოცაა და ტრაგიკულიც — ყოფილი პრემიერი „შავ-ბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე“ დავიდა
„გირჩი“ სახელს იცვლის და „თავისუფალი ხალხის პარტია“ ხდება
War update: 237 combat clashes on front lines in past 24 hours, 43 in Pokrovsk sector
Ukraine marks Military Intelligence Day
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,540 over past day
Kubilius says Putin himself is 'root cause' of war against Ukraine
Photo exhibition dedicated to rescuers’ courage amid war opens in Kyiv

სერგეი ლავროვი - საქართველოს ამჟამინდელი ხელმძღვანელობა პრაგმატიკოსებისგან შედგება

ნახვები: 353 სერგეი ლავროვი - საქართველოს ამჟამინდელი ხელმძღვანელობა პრაგმატიკოსებისგან შედგება

საქართველოს ამჟამინდელი ხელმძღვანელობა პრაგმატიკოსებისგან შედგება. ისინი ადასტურებენ თავიანთ კურსს ევროკავშირისკენ, მაგრამ ამავდროულად ესმით, რომ ასეთ შემთხვევაში ქვეყანას მოუწევს უარი თქვას იყოს ქვეყანა, რომელიც ცნობილია თავისი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი მტკიცებით, ნებისმიერი აგრარული ქვეყანა, რომელიც ევროკავშირს გაფართოების მეორე ან მესამე ტალღის დროს შეუერთდა, საკუთარ სოფლის მეურნეობას კარგავდა, რადგან ევროკავშირში არსებობენ „წამყვანი ქვეყნები“, რომლებსაც აქვთ საკუთარი სოფლის მეურნეობა, საკუთარი ინტერესები და ჰყავთ საკუთარი ფერმერები.

„ამჟამად საქართველოს სავაჭრო ბრუნვის 70% მოდის რუსეთსა და დსთ-ის სხვა ქვეყნებზე. ასევე საკმაოდ დიდი წილი მოდის ჩინეთსა და სხვა ქვეყნებთან ვაჭრობაზე. ამიტომ, თუ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას გადაწყვეტს, ყველაფერი ეს სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, თუ გავითვალისწინებთ, რა მოთხოვნებს უყენებს ბრიუსელი ახალ წევრებს, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ მოთხოვნებზე, როგორიცაა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან შეერთება, ევროკომისიის ყველა საგარეო-პოლიტიკური გადაწყვეტილებისა და ქმედების აღიარება და სხვა. მიმაჩნია, რომ ახლა საქართველოში პრაგმატიკოსები არიან, როგორც უკვე აღვნიშნე, და, დიდწილად, ჩვენი ურთიერთობები რეგულარულად გრძელდება. რუს ტურისტებს უყვართ იქ ჩასვლა და ქართული ბუნებითა და ქართული სტუმართმოყვარეობით ტკბობა“, - აღნიშნა ლავროვმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა