თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — პროექტის ღირებულება 287.6 მლნ ლარია
კობახიძე ღარიბაშვილის წერილზე: სასაცილოცაა და ტრაგიკულიც — ყოფილი პრემიერი „შავ-ბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე“ დავიდა
„გირჩი“ სახელს იცვლის და „თავისუფალი ხალხის პარტია“ ხდება
War update: 237 combat clashes on front lines in past 24 hours, 43 in Pokrovsk sector
Ukraine marks Military Intelligence Day
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,540 over past day
Kubilius says Putin himself is 'root cause' of war against Ukraine
Photo exhibition dedicated to rescuers’ courage amid war opens in Kyiv

დონალდ ტრამპი - ვფიქრობ, შესანიშნავი იქნება, თუ ზელენსკი და პუტინი შეხვდებიან

ნახვები: 315 დონალდ ტრამპი - ვფიქრობ, შესანიშნავი იქნება, თუ ზელენსკი და პუტინი შეხვდებიან

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა შესანიშნავი იქნება.

„მიხარია, რომ შესაძლოა შეხვედრაზე საუბრობდნენ. ვფიქრობ, შესანიშნავი იქნება, თუ შეხვდებიან“, - განუცხადა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს.

ამასთან, მისი თქმით, ორივე მხარე კომპრომისზე უნდა წავიდეს.

„ორივე კომპრომისზე წავა, მე ეს კომპრომისები შევთავაზე და იცით, ჩვენ ამასთან დაკავშირებით ბევრი რამ გავაკეთეთ“, - აღნიშნა ტრამპმა.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ღია წერილი გაუგზავნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ უკრაინა ომის დასრულების წინადადებით გამოდის და მას შეხვედრას სთავაზობს. “უკრაინა ჩვენსა და თქვენს შორის ომის დასრულების წინადადებით გამოდის. შეხვედრას გთავაზობთ“, - აღნიშნულია წერილში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა