თბილისში დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა მოქალაქე და პატრულ-ინსპექტორი დაჭრა - ბრალდებული დაკავებულია
Ukraine informing international partners about Russian strike on nuclear waste storage facility – Zelensky
Unmanned aerial systems strike 26 Russian targets in occupied territories, Bryansk region overnight
Russia loses 1,350 troops, two air defense systems in war against Ukraine over past day
Tysiachovesna initiative receives over 1,000 applications – Zelensky
After casting ballot, Pashinyan says democracy will strengthen regional cooperation
შსს გორის პოლიციის განყოფილების დეტექტივის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
არჩილ იაკობაშვილი - სომხეთ-ევროკავშირის თემის არაკვალიფიციურად შემოგდება ქართულ მედიასივრცეში ირიბად იმავე რუსულ ნარატივს ხომ არ ემსახურება?

ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთში მოქმედი ზოგიერთი ძალა ცდილობს დაძაბულობის შექმნას სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებში

07.06.2026 ნახვები: 227

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, „სამოქალაქო კონტრაქტის“ პარტიის თავმჯდომარე ნიკოლ ფაშინიანი, სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებში დაძაბულობას ვერ ხედავს და ამაზე საუბარს ხელოვნურად მიიჩნევს, - სომხური მედიის ცნობით, ამის შესახებ ფაშინიანმა ჟურნალისტებს მას შემდეგ განუცხადა, რაც მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებში საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.

„ვერ ვხედავ ვერანაირ დაძაბულობას; ეს ხელოვნური დაძაბულობაა. ჩვენი ურთიერთობები რუსეთთან ინსტიტუციურია და ურთიერთპატივისცემაზეა დაფუძნებული“, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, სომხეთში მოქმედი ზოგიერთი პოლიტიკური ძალა ცდილობს დაძაბულობის შექმნას სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებში, მაგრამ ეს მცდელობები არაეფექტურია.

„სომხეთში მოქმედი ზოგიერთი ძალა ცდილობს დაძაბულობის შექმნას სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებში. ეს დაძაბულობა არ იქმნება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩვენ ძალიან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან“, - განაცხადა ფაშინიანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა