პროკურატურა ბურჭულაძესა და მხეიძესთან საპროცესო შეთანხმებას აფორმებს — საქმე ღარიბაშვილისთვის 750 ათასი ლარის ქრთამის გადაცემას ეხება
უნგრეთმა 10 რუსი დიპლომატი გააძევა — მოსკოვი „მკაცრი და მტკივნეული“ პასუხით იმუქრება
ფარცხალაძე: რუსეთში მოხალისეთა ქვედანაყოფი „გეორგიევსკი“ ჩამოვაყალიბეთ — უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მხარეს ვიბრძოლებ
ღარიბაშვილი ხელისუფლებას: „ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით — ეს სამართლებრივი პროცესი კი არა, პოლიტიკური დევნაა“
გვარამია: „40 მილიონი“ შეთხზული ტყუილია — ენმ და „გირჩი“ ჩვენს წინააღმდეგ კოორდინირებულ კამპანიას აწარმოებენ
თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — პროექტის ღირებულება 287.6 მლნ ლარია
კობახიძე ღარიბაშვილის წერილზე: სასაცილოცაა და ტრაგიკულიც — ყოფილი პრემიერი „შავ-ბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე“ დავიდა
„გირჩი“ სახელს იცვლის და „თავისუფალი ხალხის პარტია“ ხდება

ურაინის უპოლიტო საფრენმა აპარატებმა ნოვოროსიისკში მდებარე „გრუშოვაიას“ ნავთობგადამტვირთავ საცავზე დარტყმა განახორციელეს

ნახვები: 328 ურაინის უპოლიტო საფრენმა აპარატებმა ნოვოროსიისკში მდებარე „გრუშოვაიას“ ნავთობგადამტვირთავ საცავზე დარტყმა განახორციელეს

ურაინის უპოლიტო საფრენმა აპარატებმა რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარის ქალაქ ნოვოროსიისკში მდებარე „გრუშოვაიას“ ნავთობგადამტვირთავ საცავზე დარტყმა განახორციელეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„გრუშოვაიას“ ნავთობსაწყობი, რომელიც „ჩერნომორტრანსნეფტს“ ეკუთვნის, კავკასიაში ნავთობპროდუქტების შესანახ ერთ-ერთ უდიდეს ობიექტს წარმოადგენს.

უკრაინული მედია წერს, რომ ობიექტი გამოიყენება ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მისაღებად, შესანახად და გადასატვირთად, რომლებიც მაგისტრალური მილსადენებით შემოდის ზღვის საშუალებით შემდგომი ექსპორტის მიზნით. კომპლექსის ფუნქციონირება მნიშვნელოვან შემოსავალს ქმნის რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტისთვის, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიის დასაფინანსებლად გამოიყენება.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ობიექტზე ხანძარი დაფიქსირდა. ზარალის ოდენობა დგინდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა