პროკურატურა ბურჭულაძესა და მხეიძესთან საპროცესო შეთანხმებას აფორმებს — საქმე ღარიბაშვილისთვის 750 ათასი ლარის ქრთამის გადაცემას ეხება
უნგრეთმა 10 რუსი დიპლომატი გააძევა — მოსკოვი „მკაცრი და მტკივნეული“ პასუხით იმუქრება
ფარცხალაძე: რუსეთში მოხალისეთა ქვედანაყოფი „გეორგიევსკი“ ჩამოვაყალიბეთ — უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მხარეს ვიბრძოლებ
ღარიბაშვილი ხელისუფლებას: „ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით — ეს სამართლებრივი პროცესი კი არა, პოლიტიკური დევნაა“
გვარამია: „40 მილიონი“ შეთხზული ტყუილია — ენმ და „გირჩი“ ჩვენს წინააღმდეგ კოორდინირებულ კამპანიას აწარმოებენ
თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — პროექტის ღირებულება 287.6 მლნ ლარია
კობახიძე ღარიბაშვილის წერილზე: სასაცილოცაა და ტრაგიკულიც — ყოფილი პრემიერი „შავ-ბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე“ დავიდა
„გირჩი“ სახელს იცვლის და „თავისუფალი ხალხის პარტია“ ხდება

დონალდ ტრამპი - ირანზე სრულ გამარჯვებას ორ კვირაში გამოვაცხადებთ

ნახვები: 302 დონალდ ტრამპი - ირანზე სრულ გამარჯვებას ორ კვირაში გამოვაცხადებთ

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები ირანზე სრულ გამარჯვებას მომდევნო ორი კვირის განმავლობაში გამოაცხადებს.

„ამჟამად მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ და მათ ძალიან კარგი გარიგების დადება სურთ. ისინი მზად არიან ყველაფერი მოგვცენ, მზად არიან უარი თქვან ბირთვულ იარაღზე”, - აღნიშნა ტრამპმა.

მისი თქმით, სრულ გამარჯვებას მალე მიაღწევენ და ნავთობის ფასიც დაეცემა.

„ვფიქრობ, ჩვენ ამ ბრძოლას ვიგებთ, მაგრამ ნამდვილად მოვიგებთ მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, როდესაც სრულ გამარჯვებას გამოვაცხადებთ, ეს იქნება სრული გამარჯვება, ეს ძალიან მალე მოხდება და ნავთობის ფასები დაეცემა“, - განაცხადა ტრამპმა.

ამავდროულად, დონალდ ტრამპის განცხადებით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ გააფრთხილა, რომ „შესაძლოა, ირანის წინააღმდეგ მარტო დარჩეს“.

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ისრაელის მე-12 არხს პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბრის შესახებ ესაუბრა.

„ბიბის (ნეთანიაჰუ) ვუთხარი: ძალიან ფრთხილად უნდა იყო, რადგან მალე შესაძლოა, ირანის წინააღმდეგ მარტო დარჩე“, - განუცხადა მე-12 არხს დონალდ ტრამპმა.

ტრამპის ცნობით, კვირას სატელეფონო საუბრისას ნეთანიაჰუს სთხოვა, რომ ირანისთვის საპასუხო ცეცხლი არ გაეხსნა, თუმცა ნეთანიაჰუმ ირანზე დარტყმა გადაწყვიტა და ამის შესახებ აშშ-ს გვიან აცნობა.

„მათ, ისრაელელებმა გვიან შეგვატყობინეს. ისინი უკვე ირანისკენ გზაში იყვნენ. მე თავდასხმის მასშტაბის შემცირება შევძელი. დღეს დილით ირანელებმა მოგვმართეს და თქვეს, რომ ისრაელის წინააღმდეგ დარტყმებს აღარ განახორციელებდნენ. გვთხოვეს, ისრაელისთვის გვეთქვა, რომ თავდასხმა შეეწყვიტა. ბიბის დავურეკე და შევაჩერე“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა