ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

მიხეილ სააკაშვილი - რამდენიმე ოპოზიციონერმა ის კი არ თქვა, 20 ივნისს შემოვუერთდებითო, არამედ მიშას მხარდაჭერილი აქციააო

ნახვები: 339 მიხეილ სააკაშვილი - რამდენიმე ოპოზიციონერმა ის კი არ თქვა, 20 ივნისს შემოვუერთდებითო, არამედ მიშას მხარდაჭერილი აქციააო

ძალიან სასაცილოები გახდნენ[ოპოზიციის ნაწილი] და აღარც მალავენ, რომ მათთვის პროგრამა მაქსიმუმი ჩემი ნეიტრალიზაციაა და ივანიშვილის მოშორებაზე აღარც ოცნებობენ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სააკაშვილის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ სხვებისგან განსხვავებით საერთოდ არ აინტერესებს სხვა პარტიებთან შეჯიბრი და ერთადერთი მიზანი არის დიქტატურის დამარცხება და საქართველოსთვის ღირსების და მომავლის დაბრუნება.

„20 ივნისს სრულდება წლისთავი "გავრილოვის ღამის" - ანტირუსული აჯანყებით თბილისის ცენტრში, რომელმაც ყველას დაანახა, რომ ერი რუსებს არ მიიღებს და ამ დღესთან დაკავშირებით მე დავუჭირე მხარი საზოგადოებრივ ორგანიზაციებს გამართულიყო აქცია რუსთაველზე. ეგრევე, რამდენიმე ოპოზიციონერმა ის კი არ თქვა, რომ ჩვენც შემოვუერთდებითო, არამედ მიშას მხარდაჭერილი აქციაა და ნიშნის მოგებით, ვნახოთ რა გამოუვაო.

ჩათვალეს, რომ მსოფლიო ჩემპიონატია, მე ციხიდან თავისუფლად მუშობის საშუალება არ მაქვს და 20 ივნისის აქციის ჩავარდნის ალბათობაში, თავისი მიშაზე გამარჯვება დაინახეს. ისევე როგორც 2024 წელი, როცა ხმები ყველამ ერთად ვერ დავიცავით, მათთვის მარცხი კი არ იყო, არამედ ციხეში მჯდომ მიშაზე გამარჯვება.

მოკლედ ძალიან სასაცილოები გახდნენ და აღარც მალავენ, რომ მათთვის პროგრამა მაქსიმუმი ჩემი ნეიტრალიზაციაა და ივანიშვილის მოშორებაზე აღარც ოცნებობენ. ისევე როგორც 2023-ში „ნაციონალური მოძრაობიდან“ ზოგიერთების წასვლა იყო დამარცხებულის კომპლექსის გამოვლინება. ივანიშვილს ვერ ამარცხებენ და მიშა "დაამარცხეს".

ერთადერთი, ვინც არ შეეგუა და ვერასდროს შეეგუება დამარცხებას, არის ნაციონალური მოძრაობის ჯანსაღი ბირთვი, რომელსაც უკვე ათწლეულებია ჰყავს ძალიან ერთგული, გონიერი, მშრომელი მხარდამჭერები, რომელთაც ძალიან ვაფასებ.

ამავე დროს, მუდმივად ხდება განახლების პროცესი, რომელსაც ახლა ახალი ენერგიით ვიწყებთ. ჩვენ დანარჩენებისგან განსხვავებით საერთოდ არ გვაინტერესებს სხვა პარტიებთან შეჯიბრება, ჩვენი ერთადერთი მიზანი არის დიქტატურის დამარცხება და საქართველოსთვის ღირსების და მომავლის დაბრუნება.

და ისე კი, რა თქმა უნდა მოგიწოდებთ, რომ 20 ივნისს და ნებისმიერ სხვა დღეს ვაჩვენოთ, რომ არაფრით არ ვართ აზერბაიჯანელებზე, მოლდოველებზე, სომხებზე ნაკლები და ვაჩვენოთ, რომ არასდროს შევეგუებით ოკუპანტებს და მათ მარიონეტებს. რამდენიც არ უნდა ვიყოთ, უნდა დავდგეთ ერთად და გავერთიანდეთ დროშის გარშემო”, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა