მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

რუსეთის ძალებმა იავოროვის სამხედრო პოლიგონზე ავიადარტყმა განახორციელეს

ნახვები: 438 რუსეთის ძალებმა იავოროვის სამხედრო პოლიგონზე ავიადარტყმა განახორციელეს

ქალაქ ლვოვის მახლობლად რუსეთის ძალებმა იავოროვის სამხედრო საწვრთნელ პოლიგონზე ავიადარტყმა განახორციელეს. როგორც უკრაინული მედია ლვოვის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, მაქსიმ კოზიცკიზე დაყრდნობით წერს, პოლიგონის მიმართულებით რვა რაკეტა ისროლეს. კოზიცკის თქმით, ავიადარტყმის შედეგად დაშავებულების შესახებ ცნობები არ გავრცელებულა.

ლვოვთან მდებარე იავოროვის პოლიგონი, რომელიც სამშვიდობო და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრს წარმოადგენს, ქალაქ ლვოვიდან დაახლოებით 30 კილომეტრში მდებარეობს.

როგორც უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ვადიმ დენისენკომ უკრაინულ მედიასთან განაცხადა, იავოროვის პოლიგონზე საჰაერო დარტყმით რუსეთი ცდილობს აჩვენოს, რომ უკრაინაში მშვიდი და უსაფრთხო ადგილი არ არსებობს.

აღსანიშნავია, რომ ეს ლვოვის ოლქში განხორციელებული დარტყმის პირველი შემთხვევაა მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთის ძალები შეიჭრნენ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა