მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

კობახიძე ღარიბაშვილის წერილზე: სასაცილოცაა და ტრაგიკულიც — ყოფილი პრემიერი „შავ-ბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე“ დავიდა

ნახვები: 440 კობახიძე ღარიბაშვილის წერილზე: სასაცილოცაა და ტრაგიკულიც — ყოფილი პრემიერი „შავ-ბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე“ დავიდა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საპატიმროდან გავრცელებულ მორიგ წერილს გამოეხმაურა და მას „არასერიოზული“ უწოდა.

„ერთადერთი კომენტარი, რაც ამ წერილებთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ეს არის უბრალოდ სასაცილო და ტრაგიკული“, — განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, ღარიბაშვილი მასზე ადრე პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა და სწორედ „ეთიკური მოსაზრებიდან გამომდინარე“ არ სურს მისი წერილების შინაარსზე უფრო ღრმა კომენტარის გაკეთება.

„იმდენად არასერიოზულია თავად ამ წერილების შინაარსი, რომ ესეც არ მაძლევს სერიოზულად რამე კომენტარის გაკეთების შესაძლებლობას“, — აღნიშნა კობახიძემ.

კითხვაზე, ვინ დგას, მისი შეფასებით, „ცრუ კამპანიის“ უკან, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ეს „დამალული არც არის“.

„ფაქტია, ვინც ავრცელებს ასეთ ინფორმაციას, ასეთ სიყალბეს, ის დგას უკან. ძალიან სამწუხაროა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი დავიდა კონკრეტული შავ-ბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე. ეს ძალიან სამწუხარო და ტრაგიკული მოვლენაა“, — განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი ღარიბაშვილმა საპატიმროდან გავრცელებულ ბოლო წერილში ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით კითხვები დასვა და განაცხადა, რომ პასუხი უნდა გაეცეს კითხვას — „რა გახდა უფლებადამცველი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი?“

ყოფილი პრემიერი ასევე ამტკიცებს, რომ საზოგადოებაში პასუხგაუცემელი კითხვები რჩება „არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით“, რომლებსაც, მისი თქმით, „კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს“ ჰქონდა ადგილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა