მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

უკრაინაში სპეცოპერაციის დასრულების თარიღი არ სახელდება-დიმიტრი პესკოვი

ნახვები: 435 უკრაინაში სპეცოპერაციის დასრულების თარიღი არ სახელდება-დიმიტრი პესკოვი

​უკრაინაში სპეცოპერაციის დასრულების თარიღი არ სახელდება, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„არა, დასრულების თარიღი არ სახელდება. რუსეთის ხელისუფლების ყველა გეგმა სრულად იქნება რეალიზებული ადრე დამტკიცებულ ვადებში",- აღნიშნა პესკოვმა.

ამასთან, მისივე თქმით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შეუძლია კონტროლი დაამყაროს უკრაინაში მსხვილ დასახლებულ პუნქტებზე, ჰუმანიტარული დერეფნების გამოკლებით და მაქსიმალურად უზრუნველყოს მშვიდობიანი მოქალაქეების უსაფრთხოება.

პესკოვმა კომენტარი გააკეთა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის პრეზიდენტის მრჩევლის, ჯეიკ სალივანისა და ჯოზეფ ბორელის განცხადებაზე, სადაც ისინი ამბობდნენ, რომ პრეზიდენტი პუტინი იმედგაცრუებულია იმით, რომ მისი ჯარი წინ ვერ მიიწევს, ისე როგორც ეს პუტინს სურდა.

„ოპერაციის დასაწყისში ვლადიმერ პუტინმა ნამდვილად გასცა ბრძანება თავდაცვის სამინისტროსთვის, რომ მათ თავი შეეკავებინათ დიდი დასახლებული პუნქტების შტურმისგან მათ შორის კიევის შტურმისგან", - განაცხადა პესკოვმა. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი ამის მიზეზად იმას ასახელებს, რომ შეიარაღებული ნაციონალისტური ფორმირებები დასახლებულ პუნქტებში არიან გამაგრებულები.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა