სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახალ ხელმძღვანელად რამაზ თათარაშვილი დაინიშნა – გიორგი პატარიძემ თანამდებობა პროკურატურის რეკომენდაციის შემდეგ დატოვა
Sybiha reacts ironically to idea of nominating Orbán for UN Secretary-General
Zelensky: Hegseth’s approval for Patriot missiles has been pending for nearly a month
პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ თანამდებობიდან გათავისუფლება მოითხოვა – მანამდე პროკურატურამ მისი უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაცია გასცა
ზაზა ბიბილაშვილი: „ქართული ოცნების“ სარჩელის დაკმაყოფილება 2008 წელს რუსეთის სამხედრო აგრესიის ლეგიტიმაციას ნიშნავს
პროკურატურა პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს – გიორგი პატარიძის საკითხზე იუსტიციის სამინისტროს რეკომენდაციით მიმართეს
მიხეილ სააკაშვილი: ბათუმიდან წამოვა ტალღა, რომელიც თბილისში ამ რეჟიმს წალეკავს – ქვეყანა სრული გაპარტახებისკენ მიდის
გოგნის ქარის ელექტროსადგური – როგორ შეიძლება ერთმა ინვესტიციამ რამდენიმე სოფლის ეკონომიკა შეცვალოს

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა და დაუბრუნდით დემოკრატიის გზას

ნახვები: 348 ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა და დაუბრუნდით დემოკრატიის გზას
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი გუდრუნ კუგლერი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, უკან გაიწვიოს საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი, რომელიც ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ითვალისწინებს, და შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნა.

ამის შესახებ კუგლერი სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ განცხადებაში წერს.

„ღრმად შეშფოთებული ვარ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში დაწყებული პროცესით, რომელიც მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ისახავს მიზნად. პოლიტიკური კონკურენციის გადაწყვეტა არჩევნების გზითა და ღია დემოკრატიული დებატებით უნდა ხდებოდეს და არა პოლიტიკური ოპონენტების ჩამოშორებით მმართველი უმრავლესობის მიერ ინიცირებული სასამართლო პროცესების საშუალებით“, – აცხადებს კუგლერი.

მისი შეფასებით, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა განსაკუთრებული ზომაა, რომლის გამოყენებაც უმაღლეს დემოკრატიულ და სამართლებრივ სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს.

„როგორც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი, მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უკან გაიწვიოს ეს სარჩელი და შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნა. საქართველო არ უნდა გახდეს ქვეყანა, სადაც პოლიტიკურ ოპოზიციას განიხილავენ არა დემოკრატიული ცხოვრების განუყოფელ ნაწილად, არამედ მტრად, რომელიც უნდა აღმოიფხვრას. საქართველომ, როგორც ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფომ და ევროპის საბჭოს წევრმა, ნაკისრი ვალდებულებები უნდა შეასრულოს“, – წერს კუგლერი.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს მმართველი პარტიის 88 დეპუტატის მიერ შეტანილი სარჩელის განხილვა, რომლითაც ხუთი ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანების არაკონსტიტუციურად ცნობა და მათი საქმიანობის აკრძალვაა მოთხოვნილი.

სარჩელი ეხება „ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას“, „კოალიციას ცვლილებისთვის“, „ძლიერ საქართველოს“, „ფედერალისტურ პარტიასა“ და პარტიას „გახარია საქართველოსთვის“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა