ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

მიხეილ სააკაშვილი: სერბეთში პროტესტმა ვუჩიჩი რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა აიძულა – საქართველოშიც ერთადერთი გამოსავალი ერთიანობაა

ნახვები: 335 მიხეილ სააკაშვილი: სერბეთში პროტესტმა ვუჩიჩი რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა აიძულა – საქართველოშიც ერთადერთი გამოსავალი ერთიანობაა
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სერბეთში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ საპროტესტო მოძრაობას ხელისუფლების რიგგარეშე არჩევნების დანიშვნამდე მიყვანა შეუძლია. მისი შეფასებით, საქართველოშიც აუცილებელია ოპოზიციური ძალების გაერთიანება და არსებული პოლიტიკური ლიდერების შესაძლებლობების გამოყენება.

როგორც სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, სერბეთის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში გაჩნდა მოსაზრება, რომ პოლიტიკური ცვლილებებისთვის 2028 წლის არჩევნებს უნდა დაელოდონ, თუმცა, მისი თქმით, სერბეთში არჩევნების ჩატარება სწორედ საპროტესტო მოძრაობის ზეწოლის შედეგი იყო.

„სერბეთის ფონზე გუშინ ბევრი ამბობდა, 2028 წლის არჩევნებს უნდა დაველოდოთო. სინამდვილეში, პროტესტანტებმა ვუჩიჩი აიძულეს დაენიშნა რიგგარეშე არჩევნები“, – წერს სააკაშვილი.

მისი შეფასებით, საპროტესტო მოძრაობა მაქსიმალურად დეცენტრალიზებული უნდა იყოს, თუმცა ეს პოლიტიკური ლიდერების როლის გამორიცხვას არ ნიშნავს.

„ცოტა ხნის წინ ძირითადად ის ხალხი, ვინც მადიარის მსგავს ლიდერს ითხოვდა, ახლა იძახის, ყველა ლიდერი უნდა ჩავაჩოჩოთ და ულიდეროდ ვიბრძოლოთო. სიმართლე შუაგულშია – პროტესტი უნდა იყოს მაქსიმალურად დეცენტრალიზებული, მაგრამ ქვეყანაში არსებული ნამდვილი ლიდერი (ლიდერები) აუცილებლად უნდა იქნეს გამოყენებული“, – აცხადებს ყოფილი პრეზიდენტი.

სააკაშვილი აღნიშნავს, რომ მისი პატიმრობის პირობებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ პოლიტიკური ლიდერებისა და აქტივისტების მოქმედებას, რომლებსაც საზოგადოებასთან უშუალო ურთიერთობის შესაძლებლობა აქვთ.

„საჭიროა იმ ხალხის აქტიურობა, ვინც ქვეყანაში ჯერ კიდევ გადაადგილდება და ისინი ისე უნდა გაიშალონ, რომ მაქსიმალურად არ დააჭერინონ თავი“, – წერს იგი.

ყოფილი პრეზიდენტი ოპოზიციურ ძალებს ერთიანობისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ პოლიტიკური პროცესიდან რომელიმე ჯგუფის ან ლიდერის გამორიცხვა შეცდომა იქნება.

მისი თქმით, 2024 წლის არჩევნებზე ოპოზიციის ერთიანი პოლიტიკური ცენტრით გამოსვლა განსხვავებულ შედეგს მოიტანდა.

„ახლა არავის გარიყვის დრო არ არის. 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდა. ახლაც ერთადერთი რეცეპტი არის ერთიანობა. ასე იყო უნგრეთში და ასე მოხდა სერბეთშიც“, – აცხადებს სააკაშვილი.

პოსტის დასასრულს საქართველოს მესამე პრეზიდენტი ქვეყნის სახელმწიფო გერბზე დატანილ დევიზსაც იხსენებს.

„ჩემი ხელით დავამატე საქართველოს გერბს „ძალა ერთობაშია““, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

სააკაშვილის განცხადება სერბეთში გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგებსა და საქართველოში ოპოზიციის სამომავლო სტრატეგიის შესახებ მიმდინარე დისკუსიას უკავშირდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა