ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ 110 000 ლარის მოთხოვნის ბრალდებით ადვოკატი დააკავეს

ნახვები: 355 საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ 110 000 ლარის მოთხოვნის ბრალდებით ადვოკატი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა თაღლითობის ბრალდებით ადვოკატი დააკავეს, რომელმაც, გამოძიების ინფორმაციით, მსჯავრდებულის ოჯახის წევრს საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ ჯამში 110 000 ლარი მოსთხოვა.

შსს-ს ცნობით, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ადვოკატმა მისი დაცვის ქვეშ მყოფი მსჯავრდებულის დას თავდაპირველად 10 000 ლარი მოსთხოვა. იგი ქალს არწმუნებდა, რომ თანხას ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს გადასცემდა, რომლებიც სანაცვლოდ მისი ძმის საქმეზე საპროცესო შეთანხმების გაფორმებას უზრუნველყოფდნენ.

გამოძიების ვერსიით, მოგვიანებით ადვოკატმა ქალს დამატებით 100 000 ლარი მოსთხოვა. მისი მტკიცებით, ამ თანხიდან 40 000 ლარი პროკურატურისთვის უნდა გადაეცა, რათა საპროცესო შეთანხმება უკეთესი პირობებით გაფორმებულიყო, ხოლო დარჩენილი 60 000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა ჩარიცხულიყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მსჯავრდებულის ოჯახის წევრმა ადვოკატს მოთხოვნილი თანხიდან 10 000 ლარი გადასცა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა იგი დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით – თაღლითობის ბრალდებით მიმდინარეობს, რაც შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა