ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

პაატა სალია ადასტურებს, რომ დავით ფეიქრიშვილი საკანში მარტო არ იმყოფებოდა – ვინ იყვნენ მასთან შესახლებული პირები, გამოძიება დაადგენს

ნახვები: 250 პაატა სალია ადასტურებს, რომ დავით ფეიქრიშვილი საკანში მარტო არ იმყოფებოდა – ვინ იყვნენ მასთან შესახლებული პირები, გამოძიება დაადგენს
იუსტიციის მინისტრი პაატა სალია ადასტურებს, რომ გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში დავით ფეიქრიშვილი საკანში მარტო არ იმყოფებოდა. მისი განცხადებით, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ვინ იყვნენ მასთან შესახლებული პირები, რა გარემოებებში მოხდა მათი შესახლება და ვინ იყო აღნიშნული პროცესის შესახებ ინფორმირებული.

ამის შესახებ სალიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში განაცხადა.

„ერთი რამე შემიძლია დაგიდასტუროთ, დავით ფეიქრიშვილი ნამდვილად არ იყო მარტო საკანში. გამოძიება დაადგენს კონკრეტულად იმ პირების სახელებსა და გვარებს, ვინ იყვნენ ამ საკანში, რამდენი პირი იყო, რატომ მოხდა მათი შესახლება, ვინ ხელმძღვანელობდა, ვინ კურირებდა, ვინ იყო ინფორმირებული და ა.შ. ეს არის გამოძიების მიერ დასადგენი. იმედი მაქვს, მალე გვეცოდინება გამოძიების თუნდაც პირველადი შედეგები“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, მოხდა თუ არა ფეიქრიშვილის საკანში სხვა პირების შესახლება, სალიამ დადებითად უპასუხა. თუმცა, კითხვაზე, იყვნენ თუ არა ეს პირები ვატო ყიფიანი და მისი თანმხლები პირები, მინისტრმა კონკრეტული ვინაობების დასახელებისგან თავი შეიკავა და განმარტა, რომ აღნიშნულს გამოძიება დაადგენს.

შეგახსენებთ, დავით ფეიქრიშვილის განცხადებით, გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში მასზე ფიზიკურად იძალადეს ე.წ. კრიმინალურმა ავტორიტეტებმა – ავთანდილ ბილანიშვილმა, მეტსახელად „კაწრომ“, ვატო ყიფიანმა, შოთა ყიფიანმა და კიდევ ორმა პირმა.

სპეციალური პენიტენციური სამსახური თავდაპირველად ძალადობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფდა. მოგვიანებით, მრავლობითი დაზიანებებით, ფეიქრიშვილი კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს, სადაც მკურნალობას აგრძელებს.

საქმეზე გამოძიება თავდაპირველად იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო, თუმცა შემდგომ იგი გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს გადაეცა.

გამოძიების მიმდინარეობისას პროკურატურამ იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის დირექტორის, გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაციით მიმართა. ამის შემდეგ პატარიძემ თანამდებობა დატოვა, ხოლო მის ნაცვლად შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი რამაზ თათარაშვილი დაინიშნა.

მინისტრის განცხადების მიუხედავად, ამ ეტაპზე ოფიციალურად არ არის დადგენილი, ვინ იმყოფებოდა ფეიქრიშვილის საკანში და რა გარემოებებში მიიღო მან დაზიანებები.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა