ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა
ევროკომისია: 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე უარის თქმა საქართველოს კონსტიტუციურ პრიორიტეტებს ეწინააღმდეგება

გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა

ნახვები: 342 გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გარდაცვლილი მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედის, ეკა კუპატაძის განცხადებით, ალექსანდრე გაბაშვილს მისი შვილის მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან კომუნიკაცია ჰქონდა. ამის შესახებ კუპატაძემ გიორგი მალანიას სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარე მტკიცებულებების გამოკვლევას დაასრულებს. სასამართლოში ნია იმნაძის ბინაში მოპოვებულ ფარულ ჩანაწერებს განიხილავენ, რომლებშიც, კუპატაძის თქმით, იმნაძე და მისი მამა გიგა ავალიანის საქმეში გიორგი მალანიას სავარაუდო როლზე საუბრობენ.

„რამდენადაც ვიცი, მხოლოდ იმ ფრაგმენტებს გამოვიკვლევთ, სადაც ნია იმნაძე და მამამისი საუბრობენ გიორგი მალანიას როლზე გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეში, თუ როგორ დაეხმარა გიორგი მალანია ალექსანდრე გაბაშვილს“, – განაცხადა კუპატაძემ.

მისივე თქმით, დაცვის მხარეს სამი მოწმე ჰყავს წარმოდგენილი და ცდილობს დაამტკიცოს, რომ მალანიასა და გაბაშვილს ერთმანეთთან იშვიათი კომუნიკაცია ჰქონდათ. თუმცა, კუპატაძის შეფასებით, ეს გარემოება მალანიას შესაძლო მონაწილეობის შესახებ ეჭვებს არ ამცირებს.

„მათ ურთიერთობა ჰქონდათ სატელეფონო კავშირით, „ვოთსაფით“, „მესენჯერით“, „ტიკტოკით“. რაც უფრო ცოტა კომუნიკაცია დაფიქსირდება მალანიასა და გაბაშვილს შორის, მით მეტად საშიშია გიორგი მალანიას ფიგურა“, – აღნიშნა მან.

კუპატაძის მტკიცებით, 28 სექტემბერს ალექსანდრე გაბაშვილი გიორგი მალანიას გიგა ავალიანის შესახებ ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდა, მომდევნო დღეს კი უკვე ავალიანის სახლთან იმყოფებოდა.

„29 სექტემბერს, 8 საათზე, ალექსანდრე გაბაშვილს უკვე ჰქონდა ინფორმაცია და ჩვენს სახლთან ჩასაფრებაში იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ კი არ დააშინა ალექსანდრე გაბაშვილმა გიორგი მალანია, მანიპულირება კი არ მოახდინა, არამედ მთელი აზარტით შევიდა გიორგი მალანია ამ ყველაფერში და სიხარულით მისცა ყველა ინფორმაცია, რაც დანაშაულის სრულყოფისთვის სჭირდებოდა. ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე საუბარი ჰქონდა გიორგი მალანიასთან“, – განაცხადა კუპატაძემ.

გიორგი მალანია შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილია. მას ბრალად ედება გიგა ავალიანის ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარება.

ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე და 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი.

შეამოწმე სათაურისა და ტექსტის შესაბამისობა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა