ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა
ევროკომისია: 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე უარის თქმა საქართველოს კონსტიტუციურ პრიორიტეტებს ეწინააღმდეგება

ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა

ნახვები: 323 ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურა ჯაფარიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ოპოზიციური ალიანსის მუშაობაში თვეებია არ მონაწილეობენ და მათი გადაწყვეტილება მხოლოდ არსებული რეალობის საჯარო დადასტურებაა.

ჯაფარიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის წევრობას საჯაროდ ადასტურებდა, მისი წარმომადგენლები სამუშაო შეხვედრებს არ ესწრებოდნენ.

„კარგია, რომ ახლა საჯაროდ ითქვა ის, რაც დე ფაქტო რეალობა იყო“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

კითხვაზე, დააზიანებს თუ არა ეს გადაწყვეტილება ოპოზიციის ერთობას, მან აღნიშნა, რომ ერთიანი ოპოზიციური გაერთიანება არ არსებობს, თუმცა ალიანსში ამჟამად ყველაზე მეტი პოლიტიკური ჯგუფია წარმოდგენილი.

„ალიანსი თანამშრომლობს როგორც სამოქალაქო, ისე სხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან. მაგალითად, დღეს აქ იყვნენ „ჯერ საქართველოს“ წარმომადგენლები, რომლებიც ალიანსის წევრები არ არიან, მაგრამ არსებობს საკითხები, რომლებზეც ერთად მუშაობა შეგვიძლია. ვცდილობთ, გავიზარდოთ და ძალების უფრო დიდი კონსოლიდაცია მოხდეს“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

მან „საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებებიც შეაფასა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, მისი აზრით, არსებული ხელისუფლების პირობებში შეუძლებელია.

„მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც რეჟიმი ან ჩამოიშლება, ან იძულებული იქნება უკან დაიხიოს. ამის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ბევრი გაბრაზებული ადამიანის მობილიზებით ქუჩებში. სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე შეფასებით, პოლიტიკური პარტიებისა და მოქალაქეების საქმიანობის შეზღუდვის პირობებში თავისუფალ საარჩევნო გარემოზე საუბარი შეუძლებელია.

„როგორ წარმოგიდგენიათ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, როდესაც პარტიები აკრძალულნი არიან და ყველა იმ მოქალაქეს, ვისაც უკანასკნელი რვა წლის განმავლობაში რამე გაუპროტესტებია, რამეზე ხმა ამოუღია, პოლიტიკური საქმიანობა ეკრძალება?“ – აღნიშნა ზურა ჯაფარიძემ.

შეამცირე განმეორებები და შეკარი ტექსტიგაამკაცრე სათაური და ლიდი
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა