მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

ბიზნესცენტრ „დელისში“ ხანძრის გამო ტელეკომპანია „ფორმულას“ თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა

ნახვები: 321 ბიზნესცენტრ „დელისში“ ხანძრის გამო ტელეკომპანია „ფორმულას“ თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა
 თბილისში, ბიზნესცენტრ „დელისის“ შენობაში გაჩენილი ხანძრის გამო ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტებისა და სხვა თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა. სახანძრო-სამაშველო სამსახურმა შენობიდან ადამიანების გამოყვანა უკვე დაასრულა.

„ფორმულას“ თანამშრომლების ინფორმაციით, მაშველებმა მე-17 სართულზე მყოფი ადამიანები შენობიდან ეტაპობრივად, კიბის გამოყენებით გამოიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაკვამლიანება შენობის მე-5 სართულზე წარმოიშვა და ზედა სართულებზეც გავრცელდა.

ბიზნესცენტრში ტელეკომპანია „ფორმულას“ ოფისია განთავსებული. დაკვამლიანება დაფიქსირდა ტელეკომპანიის სტუდიებსა და ნიუსრუმშიც.

ხანძრის გამომწვევი მიზეზისა და შესაძლო დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ გავრცელებულა.

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა