მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

პოლონეთში საქართველოს 29 წლის მოქალაქე არასრულწლოვანი მგზავრის მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულის ბრალდებით დააკავეს

ნახვები: 323 პოლონეთში საქართველოს 29 წლის მოქალაქე არასრულწლოვანი მგზავრის მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულის ბრალდებით დააკავეს
 პოლონეთში საქართველოს 29 წლის მოქალაქე დააკავეს, რომელსაც ბარსელონიდან ვარშავა-მოდლინის მიმართულებით მიმავალ თვითმფრინავში 16 წლის მგზავრის მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩადენა ედება ბრალად. ინფორმაციას პოლონური გამოცემა RMF24 ავრცელებს.

ინციდენტი 30 ოქტომბერს მოხდა. მედიის ცნობით, ეკიპაჟის წევრებმა სამართალდამცველებს შეატყობინეს, რომ ერთ-ერთმა მგზავრმა მის გვერდით მჯდომი არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედებები განახორციელა.

თვითმფრინავის ვარშავა-მოდლინის აეროპორტში დაშვების შემდეგ ბორტზე პოლიციისა და სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლები ავიდნენ და საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

სამართალდამცველების ინფორმაციით, დაზარალებული პოლონეთის 16 წლის მოქალაქეა, რომელიც ოჯახთან ერთად მგზავრობდა.

დაკავებული ბრალს არ აღიარებს. სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეს რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა