მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

მიხეილ სააკაშვილი: ამერიკაში დემოკრატების გამარჯვებამ აჩვენა, რომ ხალხის ცვლილებების სურვილს ვერანაირი ჯებირი ვერ შეაჩერებს

ნახვები: 293 მიხეილ სააკაშვილი: ამერიკაში დემოკრატების გამარჯვებამ აჩვენა, რომ ხალხის ცვლილებების სურვილს ვერანაირი ჯებირი ვერ შეაჩერებს
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აშშ-ის კონგრესის შუალედურ არჩევნებში დემოკრატების გამარჯვებას საქართველოსთვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ გზავნილად აფასებს. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, არჩევნების შედეგმა აჩვენა, რომ საზოგადოების ცვლილებების სურვილს ვერც ფინანსური რესურსები და ვერც პოლიტიკური დაბრკოლებები ვერ შეაჩერებს.

სააკაშვილის შეფასებით, რესპუბლიკელების მარცხი, მიუხედავად ილონ მასკისა და სხვა მილიარდერების ფინანსური მხარდაჭერისა, ძირითადად ცხოვრების გაძვირებამ და სოციალური უსამართლობის განცდამ განაპირობა.

„რა არის გაკვეთილი საქართველოსთვის? მთავარი არის ის, რომ როდესაც არსებობს ხალხში მუხტი და დიდი სურვილი, ის გარდაიქმნება მძლავრ ნაკადში, ნამდვილ სტიქიაში, რომელსაც ვერანაირი ჯებირი ვერ შეაჩერებს“, – წერს სააკაშვილი.

მისი განცხადებით, საქართველოში ხელისუფლების მიერ შექმნილი შეზღუდვების მიუხედავად, ცვლილებების მოთხოვნა ძლიერდება. ამ პროცესს ის საკუთარ თავსა და თანამებრძოლებს – ლევან ხაბეიშვილს, ზაზა ბიბილაშვილს, ნანუკა ჟორჟოლიანს, ანი წითლიძესა და სხვა პოლიტიკურ აქტივისტებს უკავშირებს.

„მე უარს ვამბობ ვიყო რაიმე ვაჭრობის და გაცვლის ობიექტი. მე ვიქნები თავისუფალი არა რომელიმე სხვა ქვეყანაში, არამედ აქ, საქართველოს ტერიტორიაზე, სადაც შევძლებ თავისუფლად გადაადგილებას, ჩემს ხალხთან შეხვედრას და ერთად გამარჯვებას“, – აცხადებს ყოფილი პრეზიდენტი.

სააკაშვილი მიზნად თავისუფალი არჩევნების მიღწევას, ეფექტიანი მმართველობის ჩამოყალიბებასა და მოქალაქეებისთვის უკეთესი ეკონომიკური პირობების შექმნას ასახელებს.

ის „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკასაც აკრიტიკებს და მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ვერ შეძლო ურთიერთობების დალაგება ტრამპის ადმინისტრაციასთან და ვერც დემოკრატებთან მოახერხებს თანამშრომლობის გაუმჯობესებას, განსაკუთრებით ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის საკითხებზე მათი პოზიციის გათვალისწინებით.

ამასთან, სააკაშვილი რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური პერსპექტივების უგულებელყოფას ნაადრევად მიიჩნევს.

„არავის არ ვურჩევ ტრამპის და „რესპუბლიკელების“ ჩამოწერას“, – წერს ის და აღნიშნავს, რომ ტრამპი საგარეო პოლიტიკაზე გავლენას ინარჩუნებს, ხოლო 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის რესპუბლიკელებს ძლიერი კანდიდატები ეყოლებათ. მათ შორის სააკაშვილი ჯეიდი ვენსსა და მარკო რუბიოს ასახელებს.

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა